„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№90
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016996
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №90

2018 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016529) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების :

1. მე -9 მუხლის ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1და 2ქვეპუნქტები :

„გ 1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა , განხორციელებული საბუღალტრო -საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება , მათ შორის , მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა ;

2) საჭიროებისამებრ , არანაკლებ კვარტალში ერთხელ , სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი “) შედარება და ხელმოწერით დადასტურება .“.

2. 44- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ბრალდებულის /მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად .".

3. 55- მუხლის მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„11. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №10), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის /მსჯავრდებულის პირად საქმეში .“.

4. 58- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 58. ბრალდებულის /მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება

ბრალდებულის /მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ მინისტრის ბრძანებით .“.

5. 82- მუხლის მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„8. ბრალდებულს /მსჯავრდებულს უფლება აქვს , ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას , რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ . ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს /მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება , რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში . თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება , ბრალდებულს /მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი . თუ ბრალდებული /მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე , ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება . წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი , რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული /მსჯავრდებული .“.

6. 86- მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი , დისციპლინური პატიმრობის ვადა , დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის , მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე მინისტრის   ბრძანებით .“.

7. დანართი №9-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №10:

 

 

დანართი №10

 

 ბრალდებულის /მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის

ბარათი

 

ბრალდებულის /მსჯავრდებულის გვარი ___________________________________

 

ბრალდებულის /მსჯავრდებულის სახელი __________________________________

 

ბრალდებულის /მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________

 

ბრალდებულის /მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________

 

გასამართლებულია : ____________________________________________________

 

___________________________________________________________

 

სასჯელის ვადა ______________________________________________

 

სასჯელის დასაწყისი _______________________________________

 

სასჯელის დასასრული ______________________________________

 

განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________

 

ტიპი /საშიშროების რისკი ____________________________________

 

 

ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები

სახელი და გვარი

ნათესაური კავშირი

პირადი № და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 განხორციელებული პაემნების აღრიცხვა

პაემნის განხორციელების თარიღი

პაემნის სახე (კუთვნილი , წახალისებით )

გვარი , სახელი , მამის სახელი

ნათესაური კავშირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

დაწესებულების მოსამსახურის ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


№18 პენიტენციური დაწესებულების

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების

უფლებამოსილი მოსამსახურის

სახელი , გვარი , თანამდებობა და ხელმოწერა

_____________________________________

_____________________________________ “.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი