⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.08.2025)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.05.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 12.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016583
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,365 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2018 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
12.08.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №36 2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №708 დადგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (შემდგომ – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ – მოსამსახურეები), მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ – კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირები), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი”. ჰოსპიტლის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა - LEPL „MINISTRY OF DEFENCE OF GEORGIA GIORGI ABRAMISHVILI MILITARY HOSPITAL”. 3. ჰოსპიტლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კანონმდებლობა და ეს დებულება. 4. ჰოსპიტალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 5. ჰოსპიტალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები. 6. ჰოსპიტლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №56. მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ჰოსპიტლის მიზანია მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და სხვა ფიზიკური პირების  სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო/კვლევითი მომსახურების გაწევა, ქვეყანაში სამხედრო სამედიცინო მომსახურების განვითარება და ხელშეწყობა, რესურსების ეფექტიანად, მიზნობრივად, პროდუქტიულად და ეკონომიურად განკარგვა. 2. ჰოსპიტლის ფუნქციებია: ა) მოსამსახურეებისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის და კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული უფლებების ფარგლებში; ბ) პროფილაქტიკური ღონისძიებებით მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური სტატუსის შენარჩუნება და განმტკიცება; ავადობის მაჩვენებლებისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემცირება; გ) მოსამსახურეების ამბულატორული, სტაციონარული მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია და დისპანსერიზაცია; დ) საბრძოლო მოქმედებების დროს, ჰოსპიტალში ევაკუირებულ დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და მკურნალობა, სათანადო ღონისძიებების გატარება სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად; ე) სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება; ვ) სამედიცინო დახმარების ან ექსპერტიზის უზრუნველყოფა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც ამ ღონისძიებების განხორციელება ჰოსპიტალში შეუძლებელია; ზ) მოსამსახურეების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) საბაზისო სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარ დამტკიცებული სიით, ამ მიზნით ჰოსპიტლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; თ) ჰოსპიტლის სამედიცინო და სხვა დამხმარე საშუალებებით აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით); ი) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი; კ) სამედიცინო კვალიფიციური კადრების შერჩევა და თანამშრომელთა შორის სანიტარიული და საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება; ლ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეგიონში პროფილაქტიკური სამკურნალო და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალიდან მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება და მივლინება დანიშნულების ადგილზე; მ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება ჰოსპიტლის კომპეტენციის ფარგლებში; ნ) პაციენტთა მკურნალობის შედეგების ანალიზი და მკურნალობის ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და  გატარება; ო) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ჰოსპიტალში მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მომსახურება პრიორიტეტულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ჰოსპიტალი სამედიცინო მომსახურებას ანაზღაურების  გარეშე  ან  შეღავათიანი  პირობებით,  საბიუჯეტო დაფინანსებით, ახორციელებს შემდეგ პირებზე: ა) მოსამსახურეებზე – ანაზღაურების გარეშე; ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებზე – ამავე აქტით დადგენილ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, თუ ისინი წარმოადგენენ: ბ.ა) კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს; ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს; ბ.გ) მოსამსახურეების ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა); ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა); ბ.ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს. 4. ჰოსპიტალი თავის საქმიანობას ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებების და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან. 5. ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი, მეთოდური და პედაგოგიური მუშაობის ორგანიზების ფორმები განისაზღვრება ჰოსპიტლის შინაგანაწესით. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარიმართება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. სამკურნალო, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის ოპტიმიზების მიზნით, ჰოსპიტალს უფლება აქვს დროებითი ან მუდმივი დახმარებისათვის, ხელშეკრულებით მოიწვიოს ქვეყნის ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები, რომელთა შრომითი ანაზღაურება განხორციელდება საკონტრაქტო პირობით, შესრულებულ სამუშაოთა მნიშვნელობისა და მოცულობის შესაბამისად. 7. ჰოსპიტალი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება იყოს დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ან გამოყენებული იქნეს დიპლომამდელი სწავლების, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკურ ბაზად სამხედრო მედიცინის ან მედიცინის სხვა დარგში. ამ ფუნქციის შესასრულებლად ჰოსპიტალი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 8. ჰოსპიტლის რესურსის გათვალისწინებით, მისი უშუალო ფუნქციების გარდა, ჰოსპიტალს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო დახმარება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობით. ამ მიზნით: ა) ჰოსპიტალს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების პროგრამების შესრულებაში; ბ) ჰოსპიტალს უფლება აქვს მიიღოს შეკვეთები სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან მოქალაქეთა გარკვეული კონტინგენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება დამკვეთის მიერ ანაზღაურდება დადგენილი წესით. 9. აღჭურვისა და სერვისის მაღალი დონის გათვალისწინებით ჰოსპიტალს უფლება აქვს, გარდა მოსამსახურეებისა, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და მათი ოჯახის წევრებისა, სხვა პირებისათვის, დადგენილი წესით დააწესოს მკურნალობის ღირებულების განსხვავებული საფასურები (სახელმწიფო შეკვეთების გარდა). 10. ჰოსპიტალს უფლება აქვს შესთავაზოს მოქალაქეებს სერვისის სხვადასხვა სახე სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში სათანადო კანონმდებლობის დაცვით. 11. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დონის ზრდას საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადებით, სამედიცინო ტექნოლოგიების მაქსიმალური მიახლოებით საერთაშორისო სტანდარტებსა და მედიცინის პრინციპებთან. 12. ჰოსპიტალი ახორციელებს ჰოსპიტლის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას. მუხლი 3🔗. ჰოსპიტლის სტრუქტურა 1. ჰოსპიტალი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს  სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. ჰოსპიტლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და ჰოსპიტლის დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. 3. ჰოსპიტლის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია: ა.ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; გ) სამედიცინო ხარისხის სამსახური; დ) ინსპექტირების სამსახური; ე) შიდა აუდიტის სამსახური; ვ)  ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახური: ვ.ა) სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების განყოფილება; ზ) თერაპიული სამსახური: ზ.ა) კარდიოლოგიური და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება; ზ.ბ) თერაპიისა და ფსიქო-ნევროლოგიის განყოფილება; ზ.გ) ინფექციური განყოფილება; ზ.დ) ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილება; ზ.ე) აფთიაქი; ზ.ვ) სისხლის ბანკი; თ) ქირურგიული სამსახური: თ.ა) საოპერაციო ბლოკი; თ.ბ) ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება; თ.გ) სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილება; თ.დ) პათოლოგ-ანატომიური განყოფილება; თ.ე) ლაბორატორია; ი) სამედიცინო არქივი. მუხლი 4🔗. ჰოსპიტლის მართვა 1. ჰოსპიტალს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. 2.  ჰოსპიტლის დირექტორი: ა)  განსაზღვრავს თანამშრომლების ფუნქციებს; ბ) წარმოადგენს ჰოსპიტალს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ჰოსპიტლის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ჰოსპიტლის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტლის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს; დ) ახორციელებს ჰოსპიტლის თანამშრომლების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას; ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე, ეკისრება პასუხისმგებლობა ჰოსპიტლის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ, პროდუქტიულ, ეკონომიურ და ეფექტიან გამოყენებაზე; ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ჰოსპიტლის წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და ანგარიშებს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; თ) პასუხს აგებს ჰოსპიტლის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე და პასუხისმგებელია სამხედრო ჰოსპიტალში  სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის დაცვისათვის; ი) სპეციალური დავალებების შესასრულებლად ჰოსპიტალში ქმნის დროებით ან/და მუდმივმოქმედ მიზნობრივ ჯგუფებსა და კომისიებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით; კ) დისციპლინისა და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით ქმნის ეთიკის კომისიას, განსაზღვრავს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს; ლ) უფლებამოსილია ჰოსპიტლის თანამშრომლებს დაუნიშნოს დანამატი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; მ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება მიანიჭოს მის მოადგილეს; ნ) ახორციელებს  ჰოსპიტლის  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  სხვა  უფლებამოსილებებს. 3. დირექტორს სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 4. ჰოსპიტლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. 5. ჰოსპიტლის დირექტორისა და მოადგილისათვის დანამატისა და ჯილდოს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მუხლი 5🔗. ჰოსპიტლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათში შემავალი ერთეულების ხელმძღვანელობა 1. ჰოსპიტლის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტლის დირექტორი. 2. ჰოსპიტლის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტლის დირექტორი. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰოსპიტლის დირექტორი. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე ან ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებით დანიშნული ჰოსპიტლის სხვა თანამშრომელი. მუხლი 6🔗. ადმინისტრაცია 1. ადმინისტრაციის მიზანია ჰოსპიტლის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ჰოსპიტლის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებით და ინტენსივობით მიწოდება, ჰოსპიტლის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა მოტივირება და შრომითი კმაყოფილების ზრდა. 2. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჰოსპიტლის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) ჰოსპიტლის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი; გ)  ჰოსპიტლის საქმისწარმოების სისტემის პროცედურული საკითხების ორგანიზება; დ) ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და სარეზოლუციო ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად; ე) ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ჰოსპიტლის თანამშრომელთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; ვ) ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია; თ) ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ჰოსპიტლის ურთიერთობის კოორდინაცია; კ) ჰოსპიტლის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზებისა და მსგავსი ინფორმაციის მომზადება; ლ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; მ)  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ნ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება; ო) ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა; პ) ჰოსპიტალსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება; ჟ) ჰოსპიტლის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა; რ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ს) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ტ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში ჰოსპიტლის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; უ) ჰოსპიტლის დირექტორის სამართლებრივი აქტების მომზადება; ფ) ჰოსპიტლის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ჰოსპიტლის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ქ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა. მუხლი 7🔗. ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური 1. სამსახურის საქმიანობის მიზანია ჰოსპიტლის ფინანსური რესურსების ეფექტიანი, მიზნობრივი, პროდუქტიული და ეკონომიური მართვა და მდგრადობის ანალიზი, ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჰოსპიტლის საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) ჰოსპიტლის ბიუჯეტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება; გ) ჰოსპიტლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და უწყებებთან შეთანხმება; დ) ჰოსპიტლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ჰოსპიტლის დირექტორისათვის წარდგენა; ე) ჰოსპიტლის  ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი; ვ) ჰოსპიტლის ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრული ასახვის უზრუნველყოფა; ზ) ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების შედგენის და სათანადო ინსტანციებში დადგენილ ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა, ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაგზავნა; თ) ჰოსპიტლის დირექტორისთვის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კვარტალური დეტალური ანალიზის წარდგენა  და არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება; ი) ჰოსპიტლის მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-გატარება ბუღალტრულ პროგრამაში, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, შენახვა და დაარქივება; კ) შემოსულობებისა და გადასახდელების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ლ) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება; მ) ჰოსპიტლის თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა განაცემების (შვებულება, საავადმყოფო  ფურცელზე ყოფნა, საბოლოო ანგარიშსწორება, მივლინება) დარიცხვა და გაცემა; ნ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა; ო) სხვადასხვა ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში; პ) სამინისტროსთვის ხარჯვის შესახებ ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების, ბალანსების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა; ჟ) მატერიალური ქონების აღრიცხვა და კონტროლი, ასევე ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; რ) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება; ს)  შესყიდვების პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა; ტ) შესყიდვებისთვის საჭირო ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების უზრუნველყოფა; უ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება, დირექტორისათვის წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ პორტალზე ატვირთვა; ფ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება; ქ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ღ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის წერილობითი ანგარიშის მომზადება და წარდგენა უფლებამოსილი პირებისათვის. მუხლი 8🔗. სამედიცინო ხარისხის სამსახური 1. სამსახურის მიზანია პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. 2. სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია იყოს ჰოსპიტალში მიმდინარე სამედიცინო საქმიანობა. ჰოსპიტლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება,  არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და მოქმედებების შესრულება. 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის კონტროლი; ბ) ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; გ) ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების (გაიდლაინი, პროტოკოლი) სამედიცინო მომსახურების პროცესში გამოყენების კონტროლი; დ) სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოების კონტროლი; ე) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების კონტროლი; ვ) რეფერალურ ქსელში ეფექტური ჩართულობა; ზ) პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასების მონიტორინგი და ანალიზი; თ) შემდეგი შემთხვევების აუცილებელი წესით აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში შესწავლა: თ.ა) ლეტალური გამოსავალი; თ.ბ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; თ.გ) სამედიცინო შეცდომა/გადაცდომა; თ.დ) ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; თ.ე) პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი; თ.ვ) სტატისტიკურად ხშირი გართულება; თ.ზ) რეჰოსპიტალიზაცია იგივე დიაგნოზით; თ.თ) საწოლზე დაყოვნების გახანგრძლივება; ი) სამედიცინო რისკების გამოვლენა; კ) ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო პროგრამების ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა; ლ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა; მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება. მუხლი 9🔗. ინსპექტირების სამსახური 1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში დასაქმებული პირების მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების (დისციპლინური წარმოების) არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური წარმოების ღონისძიებების განხორციელება. 2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ჰოსპიტლის დირექტორის წინაშე. 3. ჰოსპიტლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება, არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და მოქმედებების შესრულება. 4. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) თანამშრომელთა საქმიანობის შემოწმება/მონიტორინგი ჰოსპიტალში მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენისა და რეაგირების მიზნით; ბ) ჰოსპიტლის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა; გ) ჰოსპიტლის თანამშრომელთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების მართლზომიერი გამოყენების კონტროლი; დ) ჰოსპიტლის შინაგანაწესით გათვალისწინებული საკითხების შესწავლა და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში; ე) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, ჰოსპიტლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის გადაგზავნა შემდგომი რეაგირების მიზნით; ვ) ჰოსპიტლის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების  დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და ეთიკის კომისიისათვის წარდგენა შემდგომი რეაგირებისათვის, ასევე მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა; ზ) სამსახურის ეფექტიანი საქმიანობისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა; თ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა; ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება. მუხლი 10🔗. შიდა აუდიტის სამსახური 1. სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს ჰოსპიტლის მიერ დასახული მიზნების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს ჰოსპიტლის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჰოსპიტლის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ჰოსპიტლის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, დირექტორისათვის წარდგენა; დ) ჰოსპიტლის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა; ე) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი; ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;  ზ) ჰოსპიტლის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; თ) ჰოსპიტლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან  შესაბამისობის შეფასება; ი) ჰოსპიტალში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ჰოსპიტლის დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში; კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება. მუხლი 11🔗. ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახური 1.  სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე  ეფექტური მეთოდების დანერგვა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) ამბულატორიული/საექიმო კონსულტაციის გაწევა და დიაგნოსტიკა; გ) სამკურნალო და საორგანიზაციო საკითხების კონტროლი, გამოვლენილი პრობლემების ანალიზი, მათი აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავება; დ) სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტების შესაბამის  განყოფილებებში გადაყვანა; ე) სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება. მუხლი 12🔗. თერაპიული სამსახური 1.  სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში კარდიოლოგიური, ინფექციური, თერაპიული მკურნალობა და თანამედროვე, ეფექტური მეთოდების დანერგვა, სამკურნალწამლო მედიკამენტებით უზრუნველყოფა და უსაფრთხო სისხლის წარმოება. 2.  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით (კარდიოლოგიური, ინფექციური, თერაპიული და ფსიქონევროლოგიური მკურნალობის გაწევა); ბ) ინტენსიური მკურნალობისა და ანესთეზიის უზრუნველყოფა; გ) სამკურნალწამლო მედიკამენტების შეძენის დაგემვა და გაცემის უზრუნვეყოფა; დ) სისხლის ბანკის მიერ უსაფრთხო სისხლის წარმოება და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების  განხორციელება, სისხლის ტესტირების იმუნოფერმენტული მეთოდის სწავლება და დანერგვა; ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ვ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა. მუხლი 13🔗. ქირურგიული სამსახური 1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო, ლაბორატორიული, პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული და ტრავმატოლოგიური, მომსახურების განხორციელება და თანამედროვე, ეფექტური მეთოდების დანერგვა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით (ქირურგიული, ტრავმატოლოგიური,  რეაბილიტაციური მკურნალობის გაწევა, პათოლოგ-ანატომიური და ლაბორატორიული კვლევების განხორციელება); ბ) საოპერაციო ბლოკების ქირურგიული ჩარევებისთვის მომზადების უზრუნველყოფა; გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; დ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა. მუხლი 14🔗. სამედიცინო არქივი 1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში დაცული სამედიცინო დოკუმენტების არქივის წარმოება და დოკუმენტაციის   დაცვის უზრუნველყოფა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამედიცინო დოკუმენტების არქივში განთავსება, საქმეთა რეესტრის წარმოება და ჰოსპიტლის არქივის მუშაობის ორგანიზება; ბ) ჰოსპიტალში სამედიცინო  დოკუმენტების შენახვის, დაცვის და მათზე წვდომის უზრუნველყოფა; გ) სამედიცინო არქივიდან დოკუმენტების გაცემა დადგენილი პროცედურითა და წესით; დ) განცხადების საფუძველზე, დაინტერესებული პირებისათვის არქივში დაცული დოკუმენტაციის დედნის ან მისი ასლის გაცნობა.  დოკუმენტაციის არქივში არარსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;  ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ვ) ჰოსპიტალში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა. მუხლი 15🔗. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჰოსპიტლის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საჯარო მიზნის განხორციელებისას უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ჰოსპიტლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ჰოსპიტლის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 5. ჰოსპიტალმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილების მიღება ჰოსპიტლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 16🔗. ჰოსპიტლის ქონება და სახსრები 1. ჰოსპიტალს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ჰოსპიტლის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქველმოქმედო შემოწირულობები; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული  შემოსავალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ჰოსპიტლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია. 4. ჰოსპიტალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, წლიური ბიუჯეტი, საშტატო განრიგი, ხელფასის ფონდი, ანგარიშები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს. 5. ჰოსპიტლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 17🔗. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია 1. თუ ჰოსპიტალი არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, ჰოსპიტლის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ჰოსპიტლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.