თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 20.12.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2018 წლის 18 მაისი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესიის დამტკიცების თაობაზე“ (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი 30/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016147).
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗. გადაწყვეტილების მიზანი
წინამდებარე წესის მიღების მიზანია თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება;
გ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან უკვე სახელმინიჭებული ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
დ) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო, ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელი ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (აბრაზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, სახელწოდება დასაშვებია მიეთითოს სხვა ენაზეც.
5. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დაადგინოს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი ნიშნების დიზაინი და ფორმები.
მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული შემორჩენილი სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) არსებობს ერთსა და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“).
3. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
5. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული”).
6. ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ. „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში, გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
7. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების დასახელებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.
8. მუნიციპალური ტრანსპორტის ერთსა და იმავე, თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება.
9. დასაშვებია მოკლე ჩიხების, გასასვლელების თუ შესახვევების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, გასასვლელი თუ შესახვევი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც, გასასვლელსაც და შესახვევსაც.
10. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
11. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერაციულად, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმებით .
12. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით დაწერის ფორმას.
მუხლი 7🔗. უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან ამ დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს წევრთა 1/3;
ბ) მუნიციპალიტეტის მერი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %;
ე) დასახლების საერთო კრება;
3. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიას (შემდგომში – კომისია).
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არა მარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ ადგილთან);
ბ) ობიექტის აღწერა;
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
დ) კომისია უფლებამოსილია კონკრეტული ინიციატივის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა (საკადასტრო მონაცემები; ორთოფოტო, იმ პირთა ხელმოწერები, ვისაც, შესაძლოა შეეხოს საკრებულოს გადაწყვეტილება).
5. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
6. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში-სამთავრობო კომისია).
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მიმართვას უნდა ერთოდეს:
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესააბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეგორაფიული ობიექტის მონიშვნით;
დ) გეგორაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
9. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის განიხილავს სამი თვის ვადაში.
10. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
11. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – განკარგულება, რეაგირებისათვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონსძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).
12. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.