,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება №4 |
|
2018 წლის 23 მაისი ქ. თბილისი |
,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 01/05/2018, ს/კ: 380050000.68.080.016002) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დებულება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“.
2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია, სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასი არ შეიძლება შეადგენდეს 10 000 ლარზე ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიისათვის განკუთვნილი ფართობი აღემატება ჰექტარის ზუსტ მახასიათებელს, ფართობის მეტობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება დამატებით 50 ლარის ოდენობით, თუნდაც ეს ფართობი არ იყოს 1 ჰექტრამდე დამრგვალებული.
|