შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება №219 |
|
2018 წლის 21 მაისი ქ. თბილისი |
1. გაუქმდეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარეს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405162087) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - 981116 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლაზარეს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 3 ნოემბრის №660 განკარგულება;
3. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბაკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „ლაზარეს“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ედიშერ ჩოკორაია (პირადი ნომერი 48001005718).
4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე ეგზავნება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“?
- „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 21.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №219.
- სად არის „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“, №219, 21.05.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4200442/