„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2018 წლის 21 მაისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1.დანართი №1-ის პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდეგში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არიან მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების რეგისტრაციის თარიღამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) წლისა.“.

2. დანართი №1-ის  მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში  დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;“.

3. დანართი №1-ის  მე-7 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში გაეწევათ შემდეგ ბენეფიციარებს:

ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  18 წელზე მეტი ასაკის პირებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) ოჯახში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

„გ) 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 18-დან 26 წლის ჩათვლით, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) ყრუ-მუნჯებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ ბავშვებსა  და შშმ პირებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

3. 18-წლამდე შშმ ბავშვებს, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსების მიზნით, დახმარება  არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.“.

4.დანართი №1-ის  მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დედ-მამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწევა:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“.

5. დანართი №1-ის  მე-13  მუხლის  მე-7  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს კალენდარული წლის განმავლობაში გაეწევათ შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“.

6. დანართი №1-ის  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კალენდარული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“.

7. დანართი №1-ს  დაემატოს  22-ე მუხლი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  22 ამ წესიდან  გამონაკლისი  შემთხვევებისთვის  სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე  დახმარების გაცემა

1. ბოლნისის  მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული  იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების), რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას  და ესაჭიროება  სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების,  რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ., ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ შექმნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს პირს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, არაუმეტეს  1000 ლარის ოდენობის თანხით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, რომელსაც ანგარიშის სახით აწვდის ინფორმაციას  ყოველი ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის ბოლომდე და ასევე მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

3. ამ მუხლით  განსაზღვრულმა ბენეფიციარმა,  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV- 100/ა);

დ) ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი ან წინასწარი კალკულაცია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 14 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი