საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-435
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,073 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 97% 22.09.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.10.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 96% 25.03.2025 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 06.10.2017 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-435 2018 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა)  სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ბ) საქართველოში გარემოს დაცვის და  აგრარული დარგის პრიორიტეტულობის შესახებ  საზოგადოებრივი აზრის ფორმირება; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება; ე) სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციასთან ურთიერთობა; ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება; ი) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; კ) სამინისტროს ოფიციალური  ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; მ) საიმიჯო და საინფორმაციო მასალების, მათ შორის, საგაზეთო სტატიების,  ვიდეორგოლების მომზადების უზრუნველყოფა; ნ) წლიური ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს ყოველთვიური გაზეთის „ჩვენი სოფელი“ გამოცემის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მედიასთან კომუნიკაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული; ბ) საზოგადოებასთან კომუნიკაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები 1. მედიასთან კომუნიკაციის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიაკალენდრის მომზადების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მედიის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა, მათ შორის, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სხვა ღონისძიების შესახებ საინფორმაციო მასალის მომზადება; დ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით; ე) მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელება; ვ) მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის საფუძველზე დაიჯესტის მომზადება; ზ) სამინისტროს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, დაარქივება, დიზაინი; თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ტერიტორიული ორგანოების – საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების (შემდგომში – სამსახური) სოციალური გვერდების კოორდინირებული მართვა და სხვა. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ოფიციალური facebook გვერდის ადმინისტრირება; ბ) სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის ადმინისტრირება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და სამსახურების სოციალური გვერდების კოორდინირებული მართვა; დ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ცხელი ხაზის ფუნქციონირების მონიტორინგი; ე) სამინისტროში შემომავალ მოქალაქეთა სატელეფონო ზარებზე პასუხი და რეაგირება; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და შესრულების მონიტორინგი; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; კ) სოციალური მედიის დიზაინის შემუშავება; ლ) მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიების/პროექტების პიარკამპანიების ფარგლებში, საჭირო სარეკლამო/საიმიჯო მასალის დიზაინის შემუშავება და, კომპეტენციის ფარგლებში, დამზადებაში მონაწილეობის მიღება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მეორადი სტრუქტურული ერთეულში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.