სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
201 8 წლის 14 ივნისს, 11:00 საათზე, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიულ მისამართზე – ქ. თბილისი, გ.ჭანტურიას №14 -ში მოწვეულია სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება . დღის წესრიგი: 1. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ დირექტორატის მიერ 201 7 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ; 2. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 201 7 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ; 3. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 201 7 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა და სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ გარე აუდიტორის EY Georgia LLC -ის 201 7 წლის ანგარიშის განხილვის შესახებ; 4. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ მიერ 201 7 წელს მიღებული მოგების განაწილებისა და დივიდენდების გაცემის შესახებ; დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 2 24-24-24 ( 1271). სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 201 8 წლის 22 მაისი. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ ე ს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ სს „კავკასრეესტრში“, მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა; ტელ. +995 (32) 2500211. გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე
|