საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2018
ძალის დაკარგვა 26.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-512
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016526
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,048 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2018 მიღება
26.02.2024 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-512 2018 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; დ) ატმოსფერული ჰაერის, ოზონის შრის, მიწისა და წყლის რესურსების ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია; ე) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია ეროვნულ დონეზე; ვ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია; ზ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების (კონვენციების, მათი ოქმებისა და შეთანხმებების) და პროცესების კოორდინაცია; ახალი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა, მათი ინიცირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზება; თ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების განმახორციელებელ მექანიზმებთან თანამშრომლობა და ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია; ი) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება; კ) გარემოსდაცვითი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; მ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება; ნ) გარემოსდაცვითი პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების/მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) წყლის სამმართველო; ბ) ატმოსფერული ჰაერის სამმართველო; გ) მიწის რესურსების დაცვის სამმართველო; დ) კლიმატის ცვლილების სამმართველო; ე) მდგრადი განვითარების სამმართველო. მუხლი 5🔗. სამმართველოების კომპეტენციები 1. წყლის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) წყლის რესურსების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენისთვის მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვებში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა; ე) წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ვ) ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასების საერთაშორისო ინდიკატორების საფუძველზე, ეროვნული ინდიკატორების განსაზღვრა და დანერგვის ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე პროექტების განხორციელების კოორდინაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა; ლ) წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია; ვ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასების საერთაშორისო ინდიკატორების საფუძველზე, ეროვნული ინდიკატორების განსაზღვრა და დანერგვის ხელშეწყობა; ზ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება; ლ) ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებელი ნივთიერებების ემისიათა ინვენტარიზაცია; მ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით მონაცემთა დამუშავება და ანალიზი; ნ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა; პ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესის განსაზღვრა; ჟ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის განსაზღვრაში მონაწილეობა; რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე დაკვირვების შედეგების მიღება და გაანალიზება, შესაბამისი წინადადების მომზადება; გ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; დ) ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების ინდიკატორების განსაზღვრა მონიტორინგის სისტემებისთვის; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგების დაბინძურების შედეგების და დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; ვ) სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას, დასაწყობებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, რომლის გამოყენების საჭიროება არ არსებობს სარეკულტივაციო სამუშაოებისთვის, შესახებ მონაცემთა (გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მოცულობა, GIS კოორდინატები) ბაზის შექმნა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ზ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა და შეთანხმება, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების შესახებ ინფორმაციის მომზადება, მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის პროცესში მონაწილეობა; კ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა; მ) შესაბამისი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულების სამდივნოდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და ვალიდაცია. საქართველოს მიწის დაფარულობის, მიწის პროდუქტიულობისა და ნიადაგში ნახშირბადის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; ჟ) მიწის რესურსების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში, საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა; რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. კლიმატის ცვლილების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა; დ) საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის მომზადება და პერიოდული განახლება სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება; ზ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; თ) „სათბურის გაზების“ ემისიების შემცირების მიზნით, „სუფთა განვითარების მექანიზმისა“ და საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული ახალი მექანიზმის განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; ი) შესაბამისი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულების სამდივნოსადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებებისა და „განახლებული ორწლიური ანგარიშების“ მომზადების კოორდინაცია, შესაბამის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით; კ) „სათბურის გაზების„ ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულების კოორდინაცია და ანგარიშის შესაბამისი კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა; ლ) „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადების კოორდინაცია; მ) კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და „სათბურის გაზების“ ემისიების შემარბილებელი ტექნოლოგიების ანალიზი, მათი საჭიროების შეფასებისა და დანერგვის მიზნით; ნ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ორგანოებში და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილის მომზადება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კლიმატის ცვლილების მიმართულებით საერთაშორისო პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; რ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში, საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა; ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. მდგრადი განვითარების სამმართველოს კომპეტენციია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის, ანგარიშგების და განხორციელების პროცესის ხელშეწყობა; ბ) ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობა; დ) გარემოს დაცვის სფეროში მრავალმხრივ ხელშეკრულებებში (კონვენციები, მათი ოქმები და შეთანხმებები), გლობალურ და რეგიონულ პროცესებში მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა; აღნიშნული ხელშეკრულებების დადების ინიცირება და მონაწილეობა შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში; ე) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში გლობალური/რეგიონული პროცესებით და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასა და მათი განმახორციელებელი მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით: ეროვნული პასუხისმგებელი პირებისაგან სავალდებულო ეროვნული ანგარიშების მიღება დროის დადგენილი გრაფიკის მიხედვით; აღნიშნული ანგარიშების და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციებისთვის; ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებისა და პროცესების, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ფონდებში ფინანსური კონტრიბუციის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული პასუხისმგებელი პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კოორდინაცია შესაბამის ორგანიზაციებთან და უწყებებთან; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და პროცესების ურთიერთგადამკვეთი საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადების კოორდინაცია; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და პროცესების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების ოფიციალურად დანიშვნის პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და პროცესების ორგანოებისა და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა; კ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინდიკატორების საფუძველზე, ეროვნული გარემოსდაცვითი ინდიკატორების დანერგვის ხელშეწყობა; ლ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების კოორდინაციაში და ორგანიზებაში მონაწილეობა; მ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინაციაში და ორგანიზებაში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროექტების ინიცირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს ხელმძღვანელი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.