📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.05.2018
ძალის დაკარგვა 09.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-118
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,227 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2018 მიღება
09.09.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით დონდუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-118 2018 წლის 24 მაისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროანტლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №54 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო უწყებებისა და სამსახურების მიერ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის გაწევა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის წარმართვა; ბ) სამინისტროში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; დ) ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინაცია; ე) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება; ზ) ნატოსთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით თანამშრომლობა; თ) ნატოს წევრი სახელმწიფოების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ; ი) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა; კ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი. 2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე; დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; ე) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს; ვ) განახორციელოს ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინაცია; ზ) განახორციელოს საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; თ) სხვადასხვა ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და მისი გამოყენებისათვის წინადადებების შემუშავება; ი) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ფარგლებში, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობა; კ) პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალის საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის შესახებ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამზადება და გავრცელება; ლ) განახორციელოს საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, საქმიანი და არასამთავრობო წრეების ურთიერთდაახლოების ხელშემწყობი ღონისძიებები ნატოს შესაბამის წრეებთან; მ) ითანამშრომლოს საქართველოში ნატოს წევრ და კანდიდატ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ნ) წარმართოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება; ო) პირდაპირ კონტაქტების ნატოში საქართველოს წარმომადგენლობებთან რეგულარულად უზრუნველყოფა და ნატოსთან წევრ და წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებთან ანალიტიკური და მიმდინარე ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით თანამშრომლობა; პ) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება.  მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას; ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.  მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ნატოს სამმართველო; ბ) უწყებათაშორისი კოორდინაციის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. ნატოს სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ბ) ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისათვის წინადადებების შემუშავება; გ) ნატოში ინტეგრაციის შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; დ) ნატოში მიმდინარე პროცესების ანალიზი; ე) ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) ნატოში საქართველოს მისიასთან ერთად კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა; ზ) ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება; ი) სპეციალური დიპლომატიური ნებართვის გაცემის კოორდინაცია ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილე უცხო ქვეყნის სამხედრო, როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო საშუალებებისათვის; კ) საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო-საჰაერო საშუალებების მრავალეროვნულ სწავლებებსა და ვარჯიშებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვებით უზრუნველყოფის კოორდინაცია.  2. უწყებათაშორისი კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის პროცესის ხელშეწყობა; ბ) ნატოში საქართველოს მისიასთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძღოლა და წლის მანძილზე განსახორციელები სხდომების დაგეგმვა; გ) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელება; დ) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის პროექტის განხილვის მიზნით, ყოველწლიური საერთაშორისო სემინარის ორგანიზება; ე) საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტების შემუშავება; ვ) ნატოს შემფასებელ ჯგუფთან თანამშრომლობა წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების პროცესში; ზ) ნატოში ინტეგრაციის პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობა; თ) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომების უწყებათაშორისი კოორდინაცია; ი) ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის საკითხებზე; კ) საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის საკითხებთან დაკავშირებით.  მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებს სამმართველოში შესასრულებლად და გასაცნობად შემოსულ დოკუმენტაციას; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.