შპს „ევროელექტრონიქსი +“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
მოვალე: შპს „ევროელექტრონიქსი +“, ს/ნ 200261199
მეურვე: აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ განიხილა შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია:
2017 წლის 29 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ევროელექტრონიქსი+“-ს ბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 109 612 ლარის ოდენობით. 2015 წლის 17 სექტემბერს, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომლის თაობაზეც საწარმოს ეცნობა 2015 წლის 1 ოქტომბერს. განმცხადებლის მითითებით, შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის დირექტორისთვის ცნობილი იყო რა 2015 წლის სექტემბრის პერიოდში მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შესახებ ინფორმაცია, მან თავისი 100%-იანი წილობრივი თანამონაწილეობით დააფუძნა ახალი საწარმო შპს „რაჭა“ (ს/კ400149362) და საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე 1 დღით ადრე, 2015 წლის 16 სექტემბერს, შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება გადაფორმდა შპს „რაჭა“-ზე. 2017 წლის 17 ივლისს, შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია სარჩელი შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ისა და შპს „რაჭას“ ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2018 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 18 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ გამოცხადდნენ შემოსავლების სამასახურისა და შპს „ევროელექტრონიქსი+''-ის წარმომადგენლები, რის გამოც კრებაზე არცერთი საკითხი არ განხილულა და კრედიტორთა პირველი კრება, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თანხმობით, გადაიდო 2018 წლის 18 ივნისს, 10 საათზე.
წინამდებარე განჩნებით ეცნობოთ საქმის მონაწილეებს, რომ კრედიტორთა კრება ნაცვლად 2018 წლის 18 ივნისისა, ჩატარდება 2018 წლის 25 ივნისს, 10 საათზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მოწვეულ იქნეს შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის კრედიტორთა პირველი კრება შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 25 ივნისს, 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივან, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზში №9.
3. დაევალოს შპს „ევროელექტრონიქსი+“-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე.