საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №248
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020564
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №248
2018 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი განისაზღვროს გრანტის გამცემად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი