სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2018
ძალის დაკარგვა 12.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/259
სარეგისტრაციო კოდი 380040020.22.024.016561
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/259
2018 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმა (დანართი №1).
2.
სალიცენზიო მოწმობა შედგენილ იქნეს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ლიცენზიის მფლობელს, ხოლო მეორე შეინახება ლიცენზიის გამცემ ორგანოში.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი