⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.11.2018)
გაუქმებულია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2018
ძალის დაკარგვა 01.11.2018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,242 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2018 მიღება
01.11.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2018 წლის 25 მაისი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი   საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის და „ნორმატიული აქტების   შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის  უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესი დანართის №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ა) დამტკიცდეს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №2); ბ) დამტკიცდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №3); გ) დამტკიცდეს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა)  გადაცემის შესახებ გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა  (დანართი  №4); დ)  დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა  (დანართი  №5); ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №6); ვ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7); ზ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №8); თ) აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა ბეს დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №9). მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №16 დადგენილება და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების,სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის  23 მარტის  №25 დადგენილება.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი დანართი №1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების,    სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის,   ქირის საფასურის,  ქირის  საწყისი  საფასურის  განსაზღვრის  და  ანგარიშსწორების წესები . თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის  განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით   გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას – საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის  საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე, ანგარიშსწორების წესებს. მუხლი 2🔗.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის   უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი    კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის   სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3  წელი. თავი II საჯარო  აუქციონი მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება 1. საჯარო აუქციონის ფორმით  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და  სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ საკრებულოს თანხმობით გადაწყვეტილებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო პირობებს ადგენს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო. 2. საჯარო  აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო საჯარო აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი საჯარო  აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული საჯარო აუქციონის პირობების  შესრულება. 3. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას უზრუნველყოფს აუქციონატორი. 5. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-4  თავის შესაბამისად. 6. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს პრივატიზების პროცესის მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას  კანონით განსაზღვრული პირი. 7. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო  აუქციონი ცხადდება აუქციონატორის მიერ. 8. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ  შექმნილი მუნიციპალიტეტის  ქონების  საჯარო სააუქციონო  კომისია,  რომელიც  მოქმედებს  აუქციონატორის  სახელით. 2. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერი საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს. 3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვებგვერდზე www.kobuleti.org.ge და ადგილობრივ   ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში, რაც  ამავდროულად  ჩაითვლება  ოფიციალურ  გამოქვეყნებად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას;         ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში); გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს, (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომელიც  შეადგენს  იურიდიული პირებისათვის 100 ლარს, ხოლო  ფიზიკური პირებისათვის- 50 ლარს; ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას; ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 5. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვებგვერდზე www.kobuleti.org.ge და ადგილობრივ ან ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან წილების საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში; ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 6.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს. მუხლი 5🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება  ინფორმაციის  გამოქვეყნების  დღიდან  და  მთავრდება საჯარო  აუქციონის  ჩატარებამდე  3 საათით  ადრე. დადგენილი  ვადის  გასვლის  შემდეგ  წარდგენილი  განაცხადები  არ მიიღება. 2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო  აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს,  იმავე საათზე. 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს  წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელშიც აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ,  მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის  ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა  უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის  შემთხვევაში); დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო   (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა  მიიღოს ქობულეთის   მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ  საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითოეული   ქონებისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის  ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში  მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში - მონაწილე) სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად   უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ  განაცხადის მიღების   პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3  ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმებით. მუხლი 6🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო  აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში    მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.  2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური    დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს  მონაწილეთა რაოდენობას. 3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი. 4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას,   სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო   ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს  მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო). 5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის   მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა,  სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის  დამატებას). სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აფიქსირებს მას და სთხოვს  მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.  ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი  შესთავაზა. 7. საჯარო აუქციონის ფორმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს  დაპირება, რომელიც შეიცავს  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების  შემძენი და ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერი. 8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში   გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას  ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და   გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. 9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან  საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი  საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო  კომისიის მდივანი. 11. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების    სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 7🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს   გამოცხადებულზე დაბალი ფასი 1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით საჯარო აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად  გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ  ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას,  გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 8🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. საჯარო აუქციონის ფორმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი  ხელშეკრულება. 2. საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება). 3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. 4. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 5. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 6. უპირობო აუქციონის დროს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადაეცემა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა საჯარო აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 7. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის  ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 8. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. მუხლი 9🔗. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  ქონების   შემძენის  პასუხისმგებლობა 1. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო საჯარო აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 2. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების  უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების  გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. 5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, საჯარო აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ)საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე საჯარო აუქციონზე დაფიქსირებული ქონების  საბოლოო ფასის 0.05%-ს. 7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. თავი III მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა მუხლი 10🔗. ზოგადი დებულებები 1. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები  შეიძლება იყვნენ: ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; გ) ფიზიკურ ან იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება: ა) ვადით და სასყიდლით; ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს  გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. მუხლი 11🔗. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები   და  ვადები 1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია   საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 3. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას  განსაზღვრავს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ  მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. პირდაპირი განკარგვის წესით ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის  უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა  დასაშვებია არაუმეტეს  2  წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისა. 5. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს. მუხლი 12🔗. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის  უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას,  აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა. 2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 3. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) ადგენს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. მუხლი 13🔗. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო  პირობები 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის,  თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების   სარგებლობის უფლებით გადაცემას. 2. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. 3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების, სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით. 4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის ფორმდება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება  (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება). 5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე. 6. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ, უნდა დაუბრუნდეს ქობულეთის  მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით   დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. აუქციონის ორგანიზება ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 15🔗. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. პირდაპირი განკარგვის წესით ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის აღამასრულებელი ორგანო იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და  დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). 2. პირდაპირი განკარგვის წესით ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით  გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით  განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით,  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). 3. პირდაპირი განკარგვის წესით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით  მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის  შემთხვევაში); გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან. მუხლი 16🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის  უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს   მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით   გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში. 4. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) ქობულეთის  მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და  ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის  შემთხვევაში;  დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები  მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის მე-19  მუხლით გათვალისწინებული პირობები; ვ) ქობულეთის   მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები; ზ) ქობულეთის   მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები. 5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად   გაფორმებული  სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული   სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების    წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის    უფლებით მიმღები. მუხლი 17🔗. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების  პასუხისმგებლობა 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს,  სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა  წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის  ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, დარღვევის დღიდან   ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი  განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ  დღეზე; გ) ქობულეთის   მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით. 4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღამსრულებელი ორგანოს მიერ. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება  გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. თავი IV ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა  და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და  ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა მუხლი 18🔗. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ   დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის  ოდენობით. მუხლი 19🔗. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი  საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით  პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად. მუხლი 20🔗. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის   საფასურის   და  ქირის  საწყისი  საფასურის  განსაზღვრის  წესი 1. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი  საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანხმობით. 2. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას,  ქირის საწყის საფასურს, ქობულეთის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით   განსაზღვრავს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულო. ა) უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის   ნაკვეთი) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის  მე-18 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის   ოდენობით;  ბ) მოძრავი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დანადგარ-მოწყობილობები)  სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის მე-18   მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით; გ) ხაზობრივი ობიექტების (გაზსადენი, წყალსადენი) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად  განსაზღვრულია საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით. 3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას,  ქირის საფასური განისაზღვრება ქობულეთის   მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ,   ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 21🔗. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ  7%-ის ოდენობით. მუხლი 22🔗. საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა,   განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის   საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება  განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს ქობულეთის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. დანართი №2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია პირობებით გამოცხადებულ  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ქობულეთი                                                                             „–––––“ „ ––––––––––––“  20---წელი 1. ეს ოქმი გაიცა ---------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------ -------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები. 2. მასზე, რომ „ქობულეთის   მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის,  ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას  საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმებისა და აუქციონში  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- --------------------------- ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------) ლარი ციფრებით, სიტყვიერად 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით, ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20----- წლის „ -------“ „ ------------------------“ მოწყობილ   აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- (------------------------) ლარი    ციფრებით სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------  (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების უფლებრივად დატვირთვის თაობაზე)--------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------- -------- შემდგომში ქონება 4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა)  გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 5. მყიდველს გადახდილი საბანკო გარანტია/ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები: ა) --------------------------------------------------------------------- ბ) ------------------------------------------------------------------- გ) ---------------------------------------------------------------------- დ) და. ა.შ. 7. მყიდველს, გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი   პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ   წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 9. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 10. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი  იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის  დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ   ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი  შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე   ქონების ღირებულების 0,05%-ს. 11. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საბოლოო თანხის გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგი განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე არ  უბრუნდება. 12. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად. 13. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები,  მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 14. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო  რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. 15. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 16. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი  რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული  ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს. 18. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება  თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით,  წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე / -------------------------- /------------------------- /                                                            სახელი, გვარი,          ხელმოწერა აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /------------------------- / --------------------------                                                                            ხელმოწერა             სახელი, გვარი ------------------------------------ ბეჭდის ადგილი . . დანართი N3 ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ქობულეთი                                                                                         „–––––“ „ ––––––––––––“ 20----წელი 1. ეს ოქმი გაიცა ---------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები: 2. მასზე, რომ „ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი  საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის,  ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას  საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმებისა და აუქციონში  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან ) ქონების საწყისი ფასი ------------ -------------- -- (----------------------------------) ლარი                                        ციფრებით                             სიტყვიერად 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით, ქ მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო  კომისიის მიერ 20---- წლის „-------” „---------------------------„მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული  ფასის ------------------- ------- (-------------------- ------) ლარი ციფრებით                           სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ----------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების  დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის, რეესტრიდან/მარეგისტრირებელი  ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების უფლებრივად დატვირთვის თაობაზე) ----------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------- -------- შემდგომში ქონება. 4. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 5. მყიდველს გადახდილი საბანკო გარანტია/ ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს,  იპოთეკით ან/და სხვაგავრად დატვირთოს გადაცემული ქონება. 7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის  შედეგები უქმდება, მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე  არ დაუბრუნდება. 8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე  გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 9. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება  გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის  და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 10. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი  რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული   ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს. 13. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით,   წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე / --------------------------/ /-------------- ----------- --/                                                            ხელმოწერა                სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /-------------- --------- / ------------- --- --------/                                                                                                ხელმოწერა            სახელი, გვარი ---------------------------------- ბეჭდის ადგილი . . დანართი №4 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისია პირობებით გამოცხადებულ აუქციონში სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემის შესახებ გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ქობულეთი                                                                                             ,,–––––“ „ ––––––––––––“ 20------წელი 1. წინამდებარე ოქმი გაიცა --------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მოსარგებლის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული  პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი,   გვარი,   უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები. 2. მასზე, რომ „ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის,  ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას  საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმებისა და აუქციონში  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების ------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ --------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო რესტრიდან ან/და ამონაწერი   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან)    ქონების საწყისი (იჯარის, აღნაგობის, უზუფრუქტის და სხვა) ფასი ------------------------- (----------------------------------------------) ლარი         ციფრებით                               სიტყვიერად 3. შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის   ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201 -- წლის „–––––“ --------------------------- მოწყობილ   აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის -------------------------- (------------------------------------   -------) ლარი     ციფრებით                  სიტყვიერად საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას  სარგებლობაში გადაეცა ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და ამონაწერი მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ----------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ შემდგომში – ქონება--------------------------- ვადით. 4. მოსარგებლე ვალდებულია: სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს მასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: – შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან მიღებული  შემოსავლები: 5. აუქციონში გამარჯვებულს (მოსარგებლეს) გადახდილი საბანკო გარანტია/ბე ეთვლება  ანგარიშსწორებისას. 6. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და  ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები: ა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ბ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------- გ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------- დ) და ა.შ. 7. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 8. მესაკუთრის მიერ მოსარგებლესთან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების  გაფორმების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში მოსარგებლემ შესაძლებელია ქონება გადასცეს სხვა მოსარგებლეს მხოლოდ მესაკუთრის წერილობითი თანხმობით. მოსარგებლე  ვალდებულია ქონება ახალ მოსარგებლეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც   გათვალისწინებული იყო ოქმით. 9. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება მესაკუთრის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 10. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების (პირობების) შეუსრულებლობის შემთხვევაში  მოსარგებლე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება პირობების   დარღვევის გამოსწორების ვადა და/ან პირგასამტეხლოს ოდენობა: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან  ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ  დღეზე; გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების     შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების    0,05%-ს. 11. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (სარგებლობის უფლების) გაუქმების საფუძვლად. 12. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს (მოსარგებლეს). 14. აუქციონში გამარჯვებული მოსარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის  შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 15. ოქმს, რომელიც მესაკუთრესთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის თავმჯდომარე / -------------------------- /------------------------ -------/                                             ხელმოწერა                     სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე) /---------------- ------- / ----------------- --------/                                                                                                ხელმოწერა სახელი, გვარი ---------------------------------- ბეჭდის ადგილი . . დანართი №5 საქართველოს გერბი ქობულეთის  მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ––––––– საქართველოს გერბი ქობულეთის  მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ––––––– ეძლევა––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მესაკუთრე/მესაკუთრეები) მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა –––––––––––––––––––––––––––-----------მიწის ნაკვეთი (არასასოფლო-სამეურნეო/სასოფლო-სამეურნეო) ფართობი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––კვ.მ/ჰა და შენობა/ნაგებობა, ფართობით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––კვ/მ. (შენობა/ნაგებობის ოდენობა და მათი ფართობი) რომელიც მდებარეობს:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ადგილმდებარეობა /მისამართი) საფუძველი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ოქმი № და თარიღი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელი ნაწილია. გაცემულია 20-–– წლის „––––––––––„ „–––––––––––––––“ ქობულეთის   მუნიციპალიტეტის მერი ხელმოწერა                     სახელი, გვარი . . დანართი №6 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს                                                              მოქალაქე: (იურიდიული პირი)  -----------------------------                                                              მისამართი: ------------------------------------------------------                                                               ტელ:  ------------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი, თვე, წელი) გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------------------                                                          (ქონების დასახელება და საწყისი ფასი)  ---------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით. ჩემ მიერ  გადახდილია ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში). 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში). 3. გადახდილი  ბესა და ბილეთის  ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა                                                                               თარიღი: (--- / ---/ 20  ---წ. ) . . . დანართი №7 . ქობულეთის  მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს მოქალაქე: (იურიდიული პირი)  ---------------------------------- მისამართი: ----------------------------------------------------------- ტელ.:  ------------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე/წელი) პირობებით გამოცხადებულ საჯარო  აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------                                                                (ქონების დასახელება და საწყისი ფასი)  ------------------------------------------------------------------ პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ შევასრულო  ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა. ჩემ მიერ  გადახდილია ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში). 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში). 3. გადახდილი  ბესა  და ბილეთის  ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა                                                                                                        თარიღი: (--- / ---/ 20  ---წ. . . დანართი №8 . ქობულეთის  მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს                                                             მოქალაქე: (იურიდიული პირი)  ------------------------------                                                             მისამართი: -------------------------------------------------------                ტელ.:  ------------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე/წელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამოცხადებულ  აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების -----------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) . ჩემს მიერ  გადახდილია ბე და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში). 2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში). 3. გადახდილი  ბესა  და ბილეთის  ქვითრის ასლი. განმცხადებლის ხელმოწერა                                                                                                                       თარიღი: (--- / ---/ 20  ---წ. ) . . დანართი N9 . ქობულეთის  მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს  მოქალაქე: (იურიდიული პირი)  ------------------------------  მისამართი: ------------------------------------------------------- ტელ: ---------------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა      გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის -------------------------------- მივიღე მონაწილეობა ქობულეთის  მუნიციპალიტეტში გამართულ აუქციონში ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის)  მიზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად.    გთხოვთ, გადახდილი ბე  --------------------------------     დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები საიდენტიფიკაციო კოდი მიმღები ბანკი ბანკის კოდი ანგარიშის ნომერი განმცხადებლის ხელმოწერა                                            თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ) . .