„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. ქობულეთი |
|
ა) გეოგრაფიული ობიექტი – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, წყარო, მოედანი, გამზირი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი, სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (პავილიონი, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, სატრანსპორტო კვანძი, საწყალოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური, პლატფორმა).
გ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა;
დ) სახელმწიფო მოღვაწე – პირი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივ-თანამდებობრივი მდგომარეობის ან/და პოლიტიკური ავტორიტეტის საფუძველზე, განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
დ1) საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს ან/და კაცობრიობის წინაშე, კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, განვითარების, სამშობლოს დაცვის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სფეროში.
ა) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
ბ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
გ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა;
დ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ე) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
ვ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს,ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;
ზ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ: თავისუფლების მოედანი და სხვა), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას და სხვა.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
გეოგრაფიული ობიექტის მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებულ იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე არასახელმწიფო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში არასახელმწიფო ენაზე მითითებული სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით).
6. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს.
7. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველად აღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი.
ა) მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;
გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება;
დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას;
ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა;
ვ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;
ზ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ;
თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია;
ი) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთ ქალაქთმშენებლობითი სახე ცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი სახელები და გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ. სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიც არის: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“).
3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება, მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
4. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული“).
5. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ., „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
6. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების, გადასაჯდომი სადგურებისა თუ ტერმინალების დასახელებები დაკავშირებული უნდა იყოს მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.
7. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იმავე, თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, გადასაჯდომ სადგურებს, თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება.
8. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს და გასასვლელს.
9. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.
11. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი უცხოურ ენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
ა) აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით;
ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
2. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას.
4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ამ წესის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო);
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%;
ე) დასახლების საერთო კრება.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ეხებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტს/ობიექტებს და მას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების სახელწოდებები და სხვ);
გ) მუნიციპალლიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია. განხილვისას აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, ინიციატივას რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში, მასზე დართულ დოკუმენტებთან ერთად, აქვეყნებს საჯაროდ. მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 მე-8 პუნქტების შესაბამისად.
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის დასრულების, საკითხის შესწავლის და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზონის, ქუჩის, ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, მოედნის, სკვერის, ბულვარის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, თვითმმართველის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სახელდებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასვნის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად არეგისტრირებს განცხადებას, რომლსაც უნდა დაერთოს:
ა) საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა;
ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივა და მასზე დართული დოკუმენტები;
გ) მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ე) საჭიროების შემთხვევაში – გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში-სამთავრობო კომისია) მიმართვაში ასახული უნდა იქნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის ნომერი.
11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისა და წყაროს სახელდებას, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საკითხი, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, არ აისახება საჯარო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში. ამ შემთხვევაში, სამთავრობო კომისიისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვას თან უნდა ერთოდეს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული აქტის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;
დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელილს სხვა ინფორმაცია.
12. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს 3 თვის ვადაში.
13. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებით მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სხელდების თაობაზე, აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რესტრის ეროვნულ პროგრამაში.
15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისათვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდნ 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა.
16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტისა.
17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.