„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. მცხეთა |
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება“.
2. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 6. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოწმებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუნტაციასთან შესაბამისობაზე. კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; კონტროლს შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და შემდგომ რეაგირებას;
გ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;
დ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე ზედამხედველობას;
ე) მშენებლობის მონაწილეებზე მითითების გაცემას, როგორც სამშენებლო ნორმების და/ ან სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობს დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს;
ვ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთსა და/ან მშენებელი ორგანიზაციისგან დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მოთხოვნას;
თ) სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მერისთვის წინადადებების წარდგენას, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერადი კონსულტაციისთვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, მეცნიერების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე სრულ მონიტორინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას;
კ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის განსაზღვრას და აღნიშნულზე მერის ინფორმირებას;
ლ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი მითითების მიცემას. საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას და აღნიშნულზე მერის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინფორმირებას;
მ) შეუსრულებელი სამუშაოების ხარისხის ეტაპობრივ კონტროლს; შესაბამისი საფუძვლის არსებობისას სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულების აქტის დადასტურებას;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერისთვის ინფორმაციის წარდგენას;
ო) საჭიროების შემთხვევაში, მერისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე წინადადებების მიწოდებას;
პ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ჟ) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტის დამოწმებას; შუალედური და საბოლოო სამუშაოების შესრულების აქტების (ფორმა №2)განხილვას და მათზე შემდგომ რეაგირებას;
რ) მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს;
ს) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ტ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების აღრიცხვას;
უ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 150-ე, 1501, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას;
ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.
3. დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|