1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ორგ.კოდი
დასახელება
2018 წლის გეგმა
2019 წლის პროგნოზი
2020 წლის პროგნოზი
2021 წლის პროგნოზი
06 00
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
701.0
673.0
673.0
673.0
06 01
ჯანდაცვის პროგრამები
86.0
70.0
70.0
70.0
06 02
სოციალური პროგრამები
615.0
603.0
603.0
603.0
06 02 01
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
06 02 02
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
382.0
370.0
370.0
370.0
06 02 03
უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
230.0
230.0
230.0
230.0
06 02 04
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
3.0
3.0
3.0
3.0
06 02 05
ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა;
დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისთვის მწერების და ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვას გათბობის ხარჯით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისთვის ხელშეწყობა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება.
ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის პირთა ოჯახების, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა ყოველთვიურად 18-22 ლარის ოდენობით;
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 100 ლარის ოდენობით ერთჯერადად;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახის დახმარება, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად;
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება არაუმეტეს 500 ლარისა;
ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 60 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ყოველთვიურად, ბინის ქირის დასაფარად;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი -1000 ლარი ერთჯერადად;
მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე –250 ლარი ერთჯერადად;
ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე –100 ლარი ყოველთვიურად;
აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი – 500 (ხუთასი) ლარი ერთჯერადად.
100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე – 300 ლარი ერთჯერადად.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი -თითოეულზე 50 ლარი ერთჯერადად.
ბ.ბ) უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 250 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.
ბ.გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობი