„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. დედოფლისწყარო |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს: მერიის საქმისწარმოებას; ადამიანური რესურსების მართვას; მერიის ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყდვების შესახებ“ შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; მოქალაქეთა ინფორმირებულობას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. “
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან;
დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;
ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
ლ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
მ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ნ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ო) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
პ) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთობას;
ჟ) კოორდინაციას უწევს მერიის თანამდებობის პირების და მერიის მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
რ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ტ) მოქალაქეთა ინფორმირებულობას მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით;
უ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ფ) საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;
ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას უზრუნველყოფს პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, რომელიც განისაზღვრება მერის ბრძანებით.“.
|