⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.12.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.05.2018
ძალის დაკარგვა 27.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,657 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2018 მიღება
27.12.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №5 2018 წლის 28 მაისი ქ. თბილისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი, თანდართულ დანართებთან ერთად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 13 მაისის №5 დადგენილება „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიმოქცევისათვის უვარგისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების ოპერაციების წარმოების საკითხებს. 2. ამ წესის მიზნებისათვის მიმოქცევისათვის უვარგის ლარის ბანკოტებსა და მონეტებს (შემდგომში – ბანკნოტები და მონეტები) განეკუთვნება: ა) ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი დონის შესაბამისი ფიზიკური ცვეთის ან/და სხვა დაზიანების მქონე ბანკნოტები და მონეტები; ბ) ქარხნული წუნის მქონე ბანკნოტები და მონეტები; გ) ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტები და მონეტები. 3. ბანკოტებისა და მონეტების განადგურება ხორციელდება: ა) კომისიური წესით გადათვლა-განადგურება არაავტომატურ რეჟიმში; ბ) კომისიის გარეშე გადათვლა-განადგურება ავტომატურ რეჟიმში (გარდა მონეტებისა). 4. კომისიური წესით გადათვლა-განადგურებას ექვემდებარება ეროვნული ბანკის საცავებში არსებული ბანკნოტები და მონეტები, რომელთა განადგურება ხორციელდება სპეციალური გასანადგურებელი აგრეგატების მეშვეობით. 5. კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურება ხორციელდება სორტირების მანქანის მეშვეობით (სპეციალური ამომცნობი სენსორების, ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ავტომატური დამუშავების მანქანა), კომერციული ბანკებისაგან მიღებული ბანკნოტების გადათვლა-დახარისხების პროცესში. 6. გასანადგურებელი აგრეგატის და სორტირების მანქანის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების მიერ. 7. ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების პროცესის აღრიცხვის მიზნით, გამოიყენება ძირითადი საბანკო სისტემის კონტროლის მექანიზმისა და ავტომატური აღრიცხვის შემცველი ნაღდი ფულის მართვის ფუნქციონალი (შემდგომში – საკასო მოდული). 8. ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების პროცესი ხორციელდება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო სისტემების მეთვალყურეობის ქვეშ, ერთიანი დახურული და უსაფრთხო სივრცის პრინციპის გათვალისწინებით, სადაც კატეგორიულად აკრძალულია უცხო პირთა დაშვება. 9. განადგურების პროცესში მონაწილე პირებს კატეგორიულად ეკრძალებათ პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღება, ასევე ისეთი პირადი ნივთების შეტანა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ბანკნოტებისა და მონეტების გატანა. 10. გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირებთან ფორმდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. 11. გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე ყველა ის პროფესიული საიდუმლო, რომელიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან. 12. გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირები, სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების არცოდნის გამო არ თავისუფლდებიან დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან. 13. ეროვნული ბანკის საბჭოს, ანგარიში ავტომატურ რეჟიმში განადგურებული ბანკნოტების შესახებ, წარედგინება ყოველწლიურად, ხოლო კომისიური წესით განადგურებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ – განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ. 14. გადათვლა-განადგურების შესახებ დოკუმენტები და ვიდეოჩანაწერები ექვემდებარება 6 წლის ვადით შენახვას, გარდა კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების ვიდეოჩანაწერებისა, რომლებიც ინახება 6 თვის ვადით. მუხლი 2🔗. კომისიური წესით გადათვლა-განადგურება არაავტომატურ რეჟიმში   1. კომისიური წესით ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურება ხორციელდება ეროვნული ბანკის თანამშრომლებით (შესაძლებელია სხვა სახელმწიფო უწყებებიდან წარმომადგენლების მოწვევა) დაკომპლექტებული კომისიის მიერ. 2. ბანკოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების კომისიის თავმჯდომარე, წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა, გასანადგურებელი ბანკნოტებისა და მონეტების ოდენობა, აგრეთვე გადათვლა-განადგურების პროცესის დაწყებისა და დასრულების ვადა განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. 3. ბანკნოტებისა და მონეტების განადგურება ხორციელდება მოლარეების მიერ მხოლოდ მათი ფურცლობრივად და ცალობით საკონტროლო გადათვლის შემდეგ, კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ. 4. კომისიური წესით განადგურების დროს დასაშვებია: ა) ეროვნული ბანკის მიერ დახარისხებული, მიმოქცევიდან ამოღებული 1 და 2 ლარის ნომინალის ბანკნოტების, ასევე 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გასანადგურებელი თანხის არანაკლებ 50%-ის ფურცლობრივად/ცალობით გადათვლა; ბ) მწარმოებელი კომპანიის მიერ დახარისხებული ქარხნული წუნის მქონე ბანკნოტების მთელი მოცულობის გადათვლა კონებად და ნეკნებად, ხოლო მონეტების – პაკეტებად; გ) ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მეშვეობით დახარისხებული ბანკნოტების მთელი მოცულობის კონებად და ნეკნებად გადათვლა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონები/პაკეტები ექვემდებარება გახსნას და მათი შიგთავსის ვიზუალურ შემოწმებას ვიდეოსათვალთვალო სისტემის ქვეშ. მუხლი 3🔗. კომისიური წესით არაავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-ვალდებულებები  1. კომისიის თავმჯდომარის უფლება-ვალდებულება: ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დასალუქი საშუალებების მიღება და მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; გ) დასალუქი საშუალებების თანმიმდევრობით გამოყენებისა და მათი ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა ,,დასალუქი საშუალებების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №1) ; დ) სამუშაო დღის ბოლოს, შესვენების და სხვა საჭიროების შემთხვევაში, გადათვლა-განადგურების უბნის დაკეტვის უზრუნველყოფა; ე) ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის საკასო მოდულში აღრიცხვის, ამობეჭდვის და შენახვის უზრუნველყოფა; ვ) მოლარის მიერ ზედმეტობის, დანაკლისის, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის, ასევე საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენისას შესაბამისი დოკუმენტის შედგენის, ამობეჭდვის და შენახვის უზრუნველყოფა; ზ) გასანადგურებელი აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების გამოძახება; თ) განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, ყოველდღიური მონაცემების (დოკუმენტების) საფუძველზე, ნაერთი აქტის შედგენა, მისი დადასტურება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დალუქული სახით, შემდგომი შენახვის მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ,,მომზადებული და გაგზავნილი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალში“ ხელმოწერით გადაცემა; ი) ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისათვის (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი) წინადადებების დაუყოვნებლივ წარდგენა; კ) კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა; ლ) გადათვლა-განადგურების უბანზე დასაქმებული მოლარეების შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, ან ვადის გაგრძელების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა; მ) განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიური წესით განადგურებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ ანგარიშის მომზადება და ეროვნული ბანკის საბჭოსათვის წარდგენა. 2. კომისიის წევრების უფლება-ვალდებულება: ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების პროცესის ზედამხედველობა; ბ) გადათვლა-განადგურების პროცესში შექმნილი დოკუმენტების სისწორის ხელმოწერით დადასტურება; გ) ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, კომისიის თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა; დ) კომისიის თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ განახორციელონ ბანკოტებისა და მონეტების გადათვლა-განადგურების პროცესი; ე) კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ დატოვონ გადათვლა-განადგურების უბანი და წინასწარ შეატყობინონ მას უბანზე გამოუცხადებლობის შესახებ. 3. მოლარის უფლება-ვალდებულება: ა) კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ბანკნოტებისა და მონეტების ფურცლობრივად და ცალობით გადათვლა; ბ) ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის, ასევე საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარისათვის ინფორმაციის მიწოდება; გ) საკონტროლოდ გადათვლის დასრულების შემდგომ, კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ ბანკნოტებისა და მონეტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, სათვლელი მანქანების კვანძების შემოწმება; დ) არ დაუშვას მისთვის მინდობილი ბანკნოტების/მონეტების სხვა პირთათვის გადაბარება და მის მიერ გახსნილი ყუთის გადაუთვლელად სამუშაო ადგილზე დატოვება; ე) კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ დატოვოს გადათვლა-განადგურების უბანი და წინასწარ შეატყობინონ მას უბანზე გამოუცხადებლობის შესახებ. მუხლი 4🔗. კომისიური წესით არაავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა  1. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ფასეულობათა საცავიდან ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების მიზნით გაცემა და კომისიის მიერ მიღება წარმოებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით დამოწმებული ,,ფულის ნიშნების განადგურების შესახებ“ დავალების საფუძველზე. 2. კომისიის მიერ ფასეულობათა საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირებისაგან ბანკნოტების მიღება ხორციელდება კონებით და ნეკნებით, მონეტების – პაკეტებით, შეფუთვის სიმრთელის და ეტიკეტზე არსებული წარწერების შემოწმებით. მიღებას არ ექვემდებარება დაზიანებული ან სხვა დეფექტის მქონე შეფუთვის ბანკნოტები და მონეტები. 3. კომისიის თავმჯდომარის მიერ ბანკნოტებისა და მონეტების მიღება საკასო მოდულში დასტურდება ,,ფულის ნიშნების განადგურების შესახებ“ დავალების, ორ ეგზემპლარად შედგენილი ,,განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ“ ნუსხის მონაცემებისა და ნაღდი ფულის ურთიერთშედარების შემდგომ. 4. კომისიის წევრებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერით დადასტურებული ,,განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ“ ნუსხის ერთი ეგზემპლარი რჩება კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო მეორე გადაეცემა  ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 5. ბანკნოტებისა და მონეტების მიღების შემდგომ, კომისია მიღებულ კონებს/პაკეტებს ათავსებს სპეციალურ ყუთებში, რომელთა დალუქვაც ხდება კომისიის თავმჯდომარის მიერ. 6. საკონტროლოდ გადასათვლელი და ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბანკნოტებისა და მონეტების სპეციალურ ყუთებში განთავსება და დალუქვა ხორციელდება ერთმანეთისაგან განცალკევებით. 7. კომისიის წევრების მიერ დალუქული ყუთების მოლარეზე გადაცემა ხორციელდება ყუთის ლუქის სიმრთელის შემოწმებით. 8. მოლარის მიერ ბანკნოტებისა და მონეტების ფურცლობრივად და ცალობით საკონტროლოდ გადათვლა ხორციელდება კონების/პაკეტების შეფუთვის სიმრთელის, ეტიკეტზე არსებული წარწერებისა და მასში განთავსებული ბანკნოტების/მონეტების ვიზუალური შემოწმების შემდგომ. 9. საკონტროლოდ გადათვლის შემდგომ მოლარე ახდენს გადათვლილი ბანკნოტების/მონეტების ყუთებში განთავსებას. 10. იმ ბანკნოტებისა და მონეტების ყუთებში განთავსება, რომელთა განადგურებაც დასაშვებია მათი საკონტროლოდ გადათვლის გარეშე ხორციელდება მათი შიგთავსის ვიზუალური შემოწმების შემდგომ. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ბანკნოტები და მონეტები იმავდროულად ილუქება კომისიის თავმჯდომარის მიერ. 12. საკონტროლო გადათვლის მთლიანი პროცესის დასრულების შემდეგ კომისიის მიერ ხორციელდება ყუთების გახსნა და ბანკნოტების/მონეტების სპეციალურ გასანადგურებელ აგრეგატში განთავსება. 13. ყუთის ან კონების/პაკეტების შეფუთვის დაზიანების ან/და სხვა დეფექტის, ასევე შიგთავსში არსებული ნებისმიერი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ მოლარის მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება კომისიის თავმჯდომარეს. 14. ბანკნოტებისა და მონეტების ვიზუალური დათვალიერების ან საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის (განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის) გამოვლენის შემთხვევაში, ბანკნოტები და მონეტები ექვემდებარება ხელმეორედ საკონტროლოდ გადათვლას. 15. ზედმეტობის, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მიერ იმავდროულად ფორმდება „დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ“ ცნობა (დანართი №2) ორ ეგზემპლარად, რომელიც დასტურდება როგორც კომისიის თავმჯდომარის, ისე კომისიის წევრებისა და მოლარის ხელმოწერებით. აღნიშნული ცნობის ერთი პირი ბანკნოტის/მონეტის თანდართულ პირველად ეტიკეტთან ერთად გადაეცემა საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 16. ბანკნოტებისა და მონეტების ვიზუალური დათვალიერების ან საკონტროლოდ გადათვლის შედეგად საეჭვო ბანკნოტების/მონეტების გამოვლენის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად ახდენს „საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ“ ცნობის (დანართი №3) ორ ეგზემპლარად შედგენას, რომელიც დასტურდება როგორც კომისიის თავმჯდომარის, ისე კომისიის წევრებისა და მოლარის მიერ. 17. განადგურების დასრულების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხორციელდება ,,განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ“ ნუსხის, „დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ“, „საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ“ ცნობებისა და ფაქტობრივად განადგურებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ მონაცემების საკასო მოდულში აღრიცხვა. 18. საკასო მოდულში ინფორმაციის სრულად აღრიცხვის შემდგომ კომისიის თავმჯდომარე ახდენს „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების შესახებ“ და „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ (დანართი №4) ცნობების ორ ეგზემპლარად ამობეჭდვას, რომლებიც დასტურდება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით. 19. საკასო მოდულში მონაცემების სრულად აღრიცხვის შემდგომ, განსხვავებული კატეგორიის ან ნომინალის ფულის ნიშნების ფორმირების მიზნით, კომისიის თავმჯდომარე ახდენს საკასო მოდულში ეტიკეტის შექმნას, ამობეჭდვას და ვაკუმური ცელოფნის მეშვეობით ფორმირებას, ხოლო საეჭვო ფულის ნიშნების ფორმირებას – „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობასთან ერთად ვაკუმური ცელოფნის მეშვეობით. 20. ფასეულობათა საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ ბანკნოტებისა და მონეტების მიღება საკასო მოდულში დასტურდება კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი ,,განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ“ ნუსხის მონაცემებისა და ნაღდი ფულის ურთიერთშედარების შემდგომ. 21. განადგურების დასრულების შემდგომ კომისიის თავმჯდომარის მიერ ხორციელდება: ა) ,,განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ“ ნუსხის, „დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის გამოვლენის შესახებ“, „საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნის შესახებ“, „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების შესახებ“ ცნობების თითო ეგზემპლარის გადაცემა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირზე; ბ) ფორმირებული ფულის ნიშნების ფასეულობათა საცავის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა საკასო მოდულში; გ) ფორმირებული საეჭვო ფულის ნიშნების გადაცემის მიზნით საკასო მოდულში აღრიცხვა და „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ ცნობასთან“ ერთად ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ექსპერტიზის ჯგუფის წევრზე გადაცემა. 22. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ განადგურების შესახებ დოკუმენტები ინახება კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის ქვეშ. 23. გასანადგურებელი ფულის ნიშნების საკონტროლოდ გადათვლის დასრულების შემდგომ, ბანკნოტებისა და მონეტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, სათვლელი მანქანების კვანძები ექვემდებარება კომისიის წევრებისა და მოლარეების მიერ შემოწმებას. 24.  განადგურების პროცესის დასრულების შემდგომ, ბანკნოტებისა და მონეტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, ტრანსპორტირების და გამანადგურებელი აგრეგატის სხვა კვანძები ექვემდებარება კომისიის წევრების მიერ შემოწმებას. 25. იმ შემთხვევაში, თუ ბანკნოტებისა და მონეტების გამანადგურებელი დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ხერხდება განადგურების პროცესის გაგრძელება, საკონტროლოდ გადათვლილი/გადაუთვლელი ბანკნოტები და მონეტები ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარის მიერ დალუქული ყუთებით ,,განადგურების მიზნით გაცემული/მიღებული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ“ ნუსხის საფუძველზე საცავში შესანახად გადაცემას. 26. ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების მთლიანი პროცესის დასრულების შემდგომ კომისიის თავმჯდომარის მიერ მასთან არსებული დოკუმენტების საფუძველზე ხორციელდება ანგარიშის შედგენა. 27. განადგურების პროცესში გამოვლენილი დანაკლისი, ასევე ექსპერტიზის შედეგების შესაბამისად დადგენილი ყალბი ფულის ნიშნები ექვემდებარება მაფორმირებელი პირის მიერ ანაზღაურებას. მუხლი 5🔗. კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურება  1. ავტომატურ რეჟიმში ბანკნოტების გადათვლა-განადგურება ხორციელდება რეჟიმით – „გადათვლა-დახარისხება განადგურებით“, ჯგუფის უფროსის, დამხმარე მოლარის, შემკრები მოლარის და სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ. 2. კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში ბანკნოტების გადათვლა-განადგურების დროს სორტირების მანქანის ექსპლოატაცია ხორციელდება სპეციალური პერსონალური ბარათების (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით. 3. დაუშვებელია დროის ერთ მონაკვეთში ერთი და იმავე მოლარის რეგისტრაცია ერთზე მეტ სორტირების მანქანაში. 4. სორტირების მანქანასთან დაშვების დონეები, ასევე სორტირების მანქანის გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღებების შესაბამის პირებზე გადაცემა ხორციელდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის განკარგულების საფუძველზე. 5. დაუშვებელია სორტირების მანქანის გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღებების ერთი პირზე გადაცემა. მუხლი 6🔗. კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-ვალდებულებები  1. ჯგუფის უფროსის უფლება-ვალდებულება: ა) საკონტროლო გადათვლისა და განადგურების საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) გადასათვლელი ბანკნოტების მოლარეებზე განაწილება; გ) ავტომატური სორტირების მანქანაში ბარათის მეშვეობით სამუშაო დღის გახსნა და რეჟიმის არჩევა; დ) სორტირების მანქანაში მოლარეების რეგისტრაციის უზრუნველყოფა, მათი ბარათების მეშვეობით; ე) შესრულებული სამუშაოების საკასო მოდულში ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა; ვ) სორტირების მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრების გამოძახება. 2. დამხმარე მოლარის უფლება-ვალდებულება: ა) მიღებული კონტეინერების ნომინალების მიხედვით გახსნა სორტირების მანქანაში არჩეული რეჟიმის შესაბამისად; ბ) კონტეინერის ეტიკეტისა და დასალუქ საშუალებაზე არსებული მონაცემების ურთიერთშედარება და მათი მონაცემების ვიდეო-სათვალთვალო სისტემის მიერ დაფიქსირების მიზნით, მაგიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსება; გ) კონტეინერის ეტიკეტის და მასში განთავსებული კონების მონაცემების ურთიერთშედარება, კონებზე შეფუთვის მოხსნა, კასეტებში ნომინალების მიხედვით განთავსება და მანქანასთან მომუშავე მოლარეზე გადაცემა. 3. შემკრები მოლარე ვალდებულია მოახდინოს სორტირების მანქანის საეჭვო ჯიბეში განთავსებული ბანკნოტების ფორმირება კატეგორიებისა და ნომინალების მიხედვით. 4. სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის უფლება-ვალდებულება: ა) მიღებული ბანკნოტების ნომინალების მიხედვით სორტირების მანქანაში ჩატვირთვა არჩეული რეჟიმის შესაბამისად; ბ) სორტირების მანქანის მიერ საკონტროლოდ გადათვლის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის, ან საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ჯგუფის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდება; გ) არ დაუშვას მისთვის მინდობილი ბანკნოტების სხვა პირთათვის გადაბარება და სორტირების მანქანასთან სხვა პირის დაშვება. მუხლი 7🔗. კომისიის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა  1. ჯგუფის უფროსის მიერ გადასათვლელი ბანკნოტების მიღება წარმოებს კონტეინერისა და დასალუქი საშუალების სიმრთელის, ასევე კონტეინერზე არსებული ეტიკეტის რეკვიზიტების შემოწმებით. 2. ჯგუფის უფროსი მიღებულ კონტეინერებს აღრიცხავს შტრიხ-კოდის წამკითხველის მეშვეობით საკასო მოდულში და ადასტურებს მათ მიღებას. 3. კონტეინერების მიღების შემდგომ, ჯგუფის უფროსის მიერ ხორციელდება დამხმარე მოლარეებზე კონტეინერების გადაცემა. 4. კონტეინერების მიღების შემდგომ, დამხმარე მოლარე სორტირების მანქანის რეჟიმის შესაბამისად, ახდენს მიღებული კონტეინერების გახსნას, კონტეინერის ეტიკეტის და დასალუქი საშუალების მონაცემების ურთიერთშედარებას და ვიდეოსათვალთვალო სისტემით დაფიქსირების მიზნით, ეტიკეტისა და დასალუქი საშუალების მაგიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებას. 5. კონტეინერის გახსნის შემდგომ, დამხმარე მოლარე ახდენს კონტეინერის ეტიკეტისა და მასში განთავსებული კონების ნომინალების მონაცემების ურთიერთშედარებას, ვაკუუმური ცელოფნის მოხსნას, კასეტებში განთავსებას და გადათვლა-განადგურების მიზნით, სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარეზე გადაცემას. 6. მანქანასთან მომუშავე მოლარე, გადათვლა-განადგურების მიზნით, ახდენს სოტირების მანქანაში გადასათვლელი თანხის ნომინალების მიხედვით შეყვანას, მასში მიღებული ბანკნოტების ჩატვირთვას და ყოველი ნომინალის გადათვლის პროცესის დასრულების შემდგომ მანქანის სისტემაში მონაცემების დადასტურებას. 7. საეჭვო ჯიბეში ბანკნოტების განთავსების შემთხვევაში, მანქანის სისტემაში მონაცემების დადასტურება ხორციელდება აღნიშნული ბანკნოტების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ ფურცლობრივად გადათვლის და მათი რაოდენობის სორტირების მანქანის სისტემაში (ველი „საეჭვო“) შეყვანის შემდგომ. 8. საეჭვო ჯიბეში განთავსებული ნამდვილი ბანკნოტები, სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ ფორმირების მიზნით, გადაეცემა შემკრებ მოლარეს, ხოლო საეჭვო ბანკნოტები ფორმირებისა და ექსპერტიზაზე გადაცემის მიზნით – ჯგუფის უფროსს. 9. ბანკნოტების გადათვლა-დახარისხების ყოველი რეჟიმის დასრულების შემდეგ, სორტირების მანქანასთან მომუშავე მოლარის მიერ უნდა მოხდეს სორტირების მანქანიდან სრული და არასრული ნეკნების ამოღება და ხელით ან სათვლელი მანქანის მეშვეობით ფურცლობრივად გადათვლა-ფორმირების მიზნით, შემკრებ მოლარეზე გადაცემა. 10. ნაღდი ფულის ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურების პროცესის დასრულების შემდგომ, ჯგუფის უფროსი პროგრამაში ახდენს ავტომატური გადათვლის ფუნქციის და შესაბამისი სორტირების მანქანების არჩევას, რის შემდგომაც გადათვლა-განადგურების შედეგები ავტომატურად აისახება პროგრამაში. 11. პროგრამაში ინფორმაციის სრულად აღრიცხვის შემდგომ, ჯგუფის უფროსი ახდენს მონაცემების პროგრამულ დადასტურებას, „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობის, „შემოტანილი ნაღდი ფულის გადათვლის შედეგების” „მიღებული ნაღდი ფულის გადათვლის შედეგების“ ამობეჭდვას და ხელმოწერით დადასტურებას. 12. ჯგუფის უფროსის მიერ ექსპერტიზაზე გადასაცემი საეჭვო ბანკნოტების ფორმირება ხდება „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ცნობასთან ერთად. 13. დოკუმენტების ამობეჭდვის შემდგომ, ჯგუფის უფროსი ახდენს ფაქტობრივად არსებული ნაღდი ფულის ნომინალებისა და კატეგორიების მიხედვით დოკუმენტებთან შედარებას და ნაღდი ფულის ფასეულობათა საცავში გაგზავნას, ხოლო „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობასთან ერთად ფორმირებული საეჭვო ბანკნოტები ჯგუფის უფროსის მიერ იგზავნება ფასეულობათა საცავში ან ექსპერტიზაზე. 14. გადათვლა-განადგურების პროცესში შექმნილი დოკუმენტების თითო ეგზემპლარი, „საეჭვო ფულის ექსპერტიზის შესახებ“ ცნობის გარდა, ჯგუფის უფროსის მიერ გადაეცემა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მაკონტროლებელ პირს. 15. გადათვლა-განადგურების პროცესის დასრულების შემდგომ, ჯგუფის უფროსისა და მოლარეების მიერ, სორტირების მანქანაში ბანკნოტების არარსებობის გადამოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს სორტირების მანქანის მიწოდების, ტრანსპორტირების, შეფუთვის და სხვა კვანძების შემოწმება. 16. მუშაობის პროცესში, სორტირების მანქანის ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, მანქანასთან მომუშავე მოლარე ვალდებულია იმოქმედოს მანქანის ეკრანზე გამოსახული ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, ხოლო თუ მის მიერ ვერ ხდება შეფერხების გამოსწორება, გამოიძახოს ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრი და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ სორტირების მანქანის მიერ მოთხოვნილი მონაცემების შეყვანა მოახდინოს ჯგუფის უფროსისა და ტექნიკური უზრუნველყოფის წევრის კონტროლის ქვეშ. 17. სორტირების მანქანის გასანადგურებელ მოწყობილობაში ბანკნოტის (ან მისი ნაწილების) გაჭედვის შემთხვევაში, მოწყობილობის გახსნა, ბანკნოტის ამოღება და შემდგომი რეაგირება ხორციელდება მანქანის ეკრანზე გამოსახული ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, ჯგუფის უფროსის, პასუხისმგებელი მოლარეების, საკასო ცენტრის უფროსის, ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრისა და გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღების მფლობელი პირის/პირების მეთვალყურეობის ქვეშ. 18. იმ შემთხვევაში, თუ მანქანის ეკრანზე გამოსახული ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, ბანკნოტები უნდა განადგურდეს მექანიკური წესით, ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული პირების მიერ ბანკნოტების იმავდროული განადგურება ხორციელდება ვიდეოსათვალთვალო სისტემის ქვეშ. მანქანის შეფერხებისა და ბანკნოტის განადგურების შესახებ დგება შესაბამისი აქტი, რაზედაც ხელს აწერს პროცესში მონაწილე ყველა პირი.