დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016407
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.10.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №57
2018 წლის 25 მაისი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შეასაბამისად, დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016006).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების,ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;
გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება;
დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.dedoplistskaro.gov.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ამ დებულების შესაბამისად.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების, წერილების სისტემატიზაციას და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემას;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლისაგან უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები;
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი;
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) ადგილობრივი ხელისუფლება;
დ) მოქალაქეს;
ე) ბიზნესი;
ვ) სერვისები;
ზ) საჯარო ინფორმაცია.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) დედოფლისწყაროს შესახებ;
ბ) ტურიზმი;
გ) დარგობრივი სფეროები.
2. ადგილობრივი ხელისუფლების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მერია და მერი;
ბ) საკრებულო და აპარატი;
გ) ინფოცენტრი.
3. მოქალაქეს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ჩაერთე ადგილობრივ თვითმმართველობაში;
ბ) განათლება;
გ) სოციალური პროექტები;
დ) სამედიცინო უზრუნველყოფა;
ე) დასაქმების შესახებ ზოგადი ინფორმაცია;
ვ) კარიერა მუნიციპალიტეტში;
ზ) S O S - 1 1 2.
4. ბიზნესის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) დაიწყე საკუთარი ბიზნესი;
ბ) აწარმოე საქართველოში;
გ) სტარტაპ საქართველო;
დ) საჭირო ინფორმაცია;
ე) სოფლის მეურნეობაში;
ვ) უწყებები ბიზნესისათვის.
5. სერვისების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ნებართვები;
ბ) საზოგადოებრივი;
გ) სოციალური ჯგუფებისათვის.