⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2019)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.05.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 01.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №106
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.038.017012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,008 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2018 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
01.08.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №106 2018 წლის 30 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო  (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე. 3. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე,  სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. 5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42. თავი II პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები და უფლებამოსილებანი მუხლი 2🔗 პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია: ა) სასჯელის აღსრულება; ბ) ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; გ) მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია). მუხლი 3🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა. მუხლი 4🔗 პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუკეთოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას; ბ) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები; გ) შეიმუშაოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები; დ) ორგანიზება გაუკეთოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და ტრენინგებს; ე) შეიმუშაოს მსჯავრდებულთა  რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა; ვ) განახორციელოს პრობაციის ბიუროს საქმიანობის რევიზია და კონტროლი; ზ) გამოითხოვოს პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები; თ) განიხილოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები; ი) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი; კ) დაამყაროს საქმიანი სამართლებრივი ურთიერთობები საჯარო ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან; ლ) დადოს ხელშეკრულებები და მემორანდუმები ორგანიზაციებთან, სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან; მ) საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში; ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. თავი III პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა მუხლი 5🔗 1.  პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი (შემდგომში – სააგენტოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს,  ზედამხედველობას უწევს ტერიტორიულ ორგანოებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) იღებს გადაწყვეტილებებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით კომპეტენციის ფარგლებში დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა, ასევე სხვა მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული მოსამსახურეების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე, ადგენს სამსახურებრივი მოწმობების ფორმას და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს; ვ) მინისტრის წერილობითი თანხმობით ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა, ასევე სხვა მოსამსახურეთა წახალისებას (ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და  სამოქალაქო ან სამსახურებრივ - საშტატო იარაღით დაჯილდოება); ზ) პასუხისმგებელია პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგს მინისტრთან შეთანხმებით; ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; კ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესს, საქმისწარმოებისა და სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს; ლ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; მ) ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ნ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი მოსამსახურეები; ო​) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცერთა ჯგუფები სპეციალიზაციით; პ) უფლებამოსილია პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები; ჟ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს; რ) შეიმუშავებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს; ს) უფლებამოსილია მოახდინოს სააგენტოს უფროსის მოადგილეებსა და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება; ტ) მინისტრს ყოველთვიურად წარუდგენს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პრობაციის ბიუროების მიერ სასამართლოებისადმი მიმართული წარდგინებების, მსჯავრდებულთა დაჯარიმების, დადგენილი რეჟიმის საპატიოდ ჩათვლის, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ გაცემული ნებართვებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ ანგარიშს; უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო სხვა საკითხები, ასევე სააგენტოს მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები – სპეციალური კანონმდებლობით. მუხლი 6🔗 1. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და ბიუროს უფროსებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აკონტროლებს პრობაციის ბიუროების საქმიანობას და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკას და ანალიზს; ე) უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას სააგენტოს მიერ განსახორციელებელი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ვ) ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. თავი IV პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი მუხლი 7🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისგან – პრობაციის ბიუროებისაგან, რომელთა მეშვეობით სააგენტო უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) ეკონომიკური სამმართველო; გ) აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო; დ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ე)  სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო; ვ) ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია: ა) თბილისის პრობაციის ბიურო; ბ) იმერეთის პრობაციის ბიურო; გ) ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო ; დ) შიდა ქართლის პრობაციის ბიურო; ე) კახეთის პრობაციის ბიურო; ვ) გურიის პრობაციის ბიურო ; ზ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო; თ) მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო; ი) სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო; კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო; ლ) აჭარის პრობაციის ბიურო. მუხლი 8🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებითა და უფროსი სპეციალისტებით. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ სამართველოს ჰყავს ბუღალტერი. 5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ჰყავს პროფესიული ზედამხედველები. მუხლი 9🔗 1. ადმინისტრაციული სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობასთან; პრობაციის ეროვნული სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება; დ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავება და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადება; ე) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიება, მოზიდვა, შერჩევა, დაქირავება, ასევე მოხელეთა საკადრო რეზერვის შექმნა და მათ მიზნობრივი გამოყენება; ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღება; ზ) მოსამსახურეთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა; თ) მოსამსახურეთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა; ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება; კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ლ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კადრების აღრიცხვა; მ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა - დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა; ნ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა; ო) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; პ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა; ჟ) პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა; რ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა; ს) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზება; ტ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; უ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; ფ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; ქ) საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება); ღ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; ყ) პრობაციის ეროვნულ საგენტოში შემოსული „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება-დამუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა; შ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება; ჩ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ც) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ძ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება; წ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო. მუხლი 10🔗 ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ვ) კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. მუხლი 11🔗 აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) გეგმურად ან არაგეგმურად შეამოწმოს პრობაციის ბიუროს საქმიანობა, პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულთა სააღსრულებო საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, შემოწმების შედეგების შესახებ შეადგინოს დასკვნა და წარუდგინოს სააგენტოს უფროსს; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეებს ჩამოართვას ახსნა-განმარტება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, მიაწოდოს რეკომენდაციები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს; დ) გადასცეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის ასლი დაინტერესებულ მხარეს; ე) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს განცხადებები და საჩივრები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ვ) მოითხოვოს სტატისტიკური ანგარიში და მოახდინოს სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და სისტემაში მოყვანა; ზ) შეაგროვოს პრობაციის ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი ანალიზი და კონტროლი; თ) შეიმუშაოს სტატისტიკური ფორმები; ი) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება. მუხლი 12🔗 საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან აქტიური ურთიერთობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება; დ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადება, უცხოეთიდან მიღებული (მოძიებული) კორესპონდენციის (ინფორმაციის) შესაბამისი დამუშავება, გავრცელება და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდება; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემისა და მისი უფროსის ურთიერთობის კოორდინირება; ვ) საზოგადოების ინფორმირება პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ; ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 13🔗 სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განრიდებულთა და არასრულწლოვან ბრალდებულთა კვალიფიციური ინდივიდუალური შეფასების ხარისხის ზედამხედველობას; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში ფსიქოსოციალური,  საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების და პროექტების შემუშავება-ადაპტირებას, განხორციელებას და მართვას; გ) რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; დ) პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრას ან/და მათ განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზებას; ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, სპეციალისტებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას; ვ) რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის  დანერგვა-ფუნქციონირებას; ზ) პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი  და სხვა სახის პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების ინიცირებას; თ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით კვლევების და  საჭიროებების  ინიცირებას ან/და განხორციელებას; ი) პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიულ ზედამხედველობასა და კოორდინაციას, რაც გულისხმობს: პროფესიული ზედამხედველობის სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას, სუპერვიზიის ინსტრუმენტების დახვეწას და შემუშავებას, რისკის და საჭიროებების შეფასების/ინდივიდუალური შეფასების ანგარიშების ხარისხის მონიტორინგს,  შემთხვევის მართვის პროცესის ზედამხედველობას და მისი უწყვეტობა-თანამიმდევრულობის უზრუნველყოფას, სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების/განხორციელების სარეაბილიტაციო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის  მონიტორინგს,  სპეციალისტების პროფესიული გადაწვის პრევენციას და დაძლევის მხადაჭერას, სპეციალისტებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ზედამხედველობის შეხვედრების განხორციელებას და სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას; კ) პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ მათი საქმიანობის მონაცემთა შეგროვებისა და მოწოდების ფორმატის განსაზღვრას, მიწოდებული  ყოველთვიური ანგარიშის დამუშავებას და ანალიზს, სააგენტოს მასშტაბით სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დატვირთვის ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას; ლ)  პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრისას რეკომენდაციების გაწევას; მ) პრობაციის ბიუროში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუშაობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, სამუშაო ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის განახლებას და შემუშავებას; ნ) საჭიროების შემთხვევაში, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ო)  სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება/გადამზადების მიზნით  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობას; პ) ფსიქო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელ  ორგანიზაციებთან თანამშრომლობას    პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულთან/განრიდებულთან მიმართებით განსახორციელებელ/განხორციელებულ პროგრამების/პროექტების   ფარგლებში; ჟ) სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით პრობაციის ბიუროს უფროსისთვის რეკომენდაციის მიწოდებას; რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 14🔗 ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართული ფუნქციონირება; გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგი, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება-სრულყოფა, საქმისწარმოების ბაზების და პროგრამების ადმინისტრირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი პროგრამული უზრუნველყოფა; ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ვ) ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისათვის; ზ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა და მათი ადმინისტრირება; ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება; კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება; ლ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე მოსამსახურეთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული  სისტემის ადმინისტრირება; მ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, პროგრამული საშუალებების პერიოდული მონიტორინგი; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. თავი V პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 15🔗 პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დასახული მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა სახელმწიფო ქონება. მუხლი 16🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. აკრძალულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება. მუხლი 17🔗 1.  პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება პრობაციის ეროვნული საგენტოს უფროსის მიერ  მინისტრთან შეთანხმებით, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად. 2.  პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 18🔗 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, ახორციელებს სამინისტრო. 2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 19🔗 1. სამინისტროს თანხმობით პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.