⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.10.2019)
გაუქმებულია:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 21.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.017013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2018
matsne.gov.ge 1,620 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2018 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
21.10.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №107 2018 წლის 30 მაისი ქ. თბილისი „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/10/2017, 010340000.22.038.016874) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის: 1. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; გ) მასმედიასთან ან საერთაშორისო ორანიზაციებთან, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ე) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ვ) საოფისე პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა.“. 2. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31🔗 1. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ვ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება; ზ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); თ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი); ი) მენეჯერული გამოცდილება სოციალურ მუშაობაში (სასურველი); კ) სოციალური პროგრამების ან/და მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი); ლ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი). 2. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები); გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; თ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება; კ) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება; ლ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება; მ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება. მუხლი 32🔗 1. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) ფსიქოლოგიური, კერძოდ, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; ვ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი); ზ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); თ) კურსი,  პრაქტიკული გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი); ი) მენეჯერული გამოცდილება (სასურველი); კ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი). 2. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები); გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; ზ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება; ი) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება; კ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება; ლ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება.“. 3. 33-ე - 35-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 4. 39-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 და 41-ე მუხლები: „მუხლი 40🔗 1. პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში ან სხვა სფეროში (პირებს, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება სოციალურ სფეროში სავალდებულოა სასერტიფიკატო კურსი); ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილებას); გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი); ვ) სოციალური პროგრამების ან/და მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი); ზ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი); თ) უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი). 2. პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები); გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; თ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება; კ) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება; ლ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანება; მ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება; ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება. მუხლი 41🔗 1. პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების ცოდნა და გამოცდილება; გ) ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (სასურველი); დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა; ვ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი); ზ) კურსი, სამუშაო გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი); თ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); ი) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი); კ)  უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი). 2. პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები); გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; ზ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება; ი) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება; კ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება; ლ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება; მ)  „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს  2018 წლის პირველი ივნისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი