ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2018
ძალის დაკარგვა 22.08.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016391
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.08.2019
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №43
2018 წლის 29 მაისი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზები M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის:
№№ 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების სქემა, მარშრუტის სიგრძე, M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობა (საერთო და ყოველდღიური) და მოძრაობის ინტერვალი, თანახმად 1-22 დანართისა.
მუხლი 3🔗
დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი თვის ვადაში საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარმოადგინოს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი.“.
მუხლი 4🔗
1. დადგენილება, გარდა 1-ლი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე