შპს „მალი XXI”-ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - რასიმ გუსეინოვი)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2018 წლის 30 მაისი

 

სპეციალისტი: შპს „მალი XXI“-ის (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელ ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველი საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან ს აკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M391

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: რასიმ გუსეინოვი, საგარეჯო ს. ლამბალო

აუქციონის ჩატარების დრო: 08.06.2018 წლის 12:00 სთ-დან 12.06.2018 წლის 15:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI“

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 10 423.87 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: რაიონი საგარეჯო, სოფელი იორმუღანლო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 2210 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01/2 საცხოვრებელისახლი, გაშენების ფართი 182 კვ.მ.№02/1, დამხმარე 70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 55.22.53.226

გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 საბანკო დღე ან განათავსოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002) ამ პუნქტში მითითებული საგარანტიო თანხა ან/და განახორციელოს გარანტიის წარდგენა სპეცისლიტისათვის სხვა მისაღები ფორმით. ამ პუნქტში მითი პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100 ლარიანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „მალი XXI“, აღმასრულებელი დირექტორი             გიორგი გოგშელიძე