„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№279
სარეგისტრაციო კოდი
120160010.10.003.020594
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №279

2018 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2015, 120160010.10.003.018633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული) – მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომში – თბილისის რაიონი) შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო სამსახურში გაწვევას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რეგისტრაციის ადგილი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განსაზღვრული მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ადგილი;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნას, აღრიცხვიდან მოხსნილი პირის ხელახალ სამხედრო აღრიცხვას, კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეული.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია,  სტრუქტურულ ერთეულს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლო ვალდებულია, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს 10 დღეში აცნობოს იმ მოქალაქის (წვევამდელის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.“;

გ) მე-8 – მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამოძიების ორგანოები ვალდებულნი არიან, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის) მიმართ სისხლისსამრთლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.

9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – პენიტენციური დეპარტამენტი ვალდებულია, 10 დღეში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აცნობოს ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებიდან იმ მოქალაქის (წვევამდელის) გათავისუფლების შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.

10. სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქე (წვევამდელი) ვალდებულია, სტრუქტურულ ერთეულს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის), სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.“.

4. მე-5  მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. კადრის და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში გაწვევა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრის და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში გაწვევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, სამედიცინო შემოწმების პროცედურა), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწვევის განხორციელებისას.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის მიერ 27 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას, მოქალაქე მუნიციპალიტეტის მერის, თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირიცხება რეზერვში.“;

ბ) მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქალაქის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;“;

გ) მე-14 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მოქალაქე (წვევამდელი) ვალდებულია, გამოცხადდეს სტრუქტურულ ერთეულში წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობაში (დანართი №9) მითითებულ ვადაში.“.

7. თავი III ამოღებულ იქნეს.

8. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის მერია/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას გამწვევ კომისიას უზრუნველყოფს სათანადო სამუშაო პირობებით (საჭიროების შემთხვევაში, გამოუყოფს ტექნიკურ პერსონალს) და იღებს შესაბამის ზომებს გამწვევ კომისიაში მოქალაქეთა ორგანიზებულად გამოცხადებისათვის.“.

9. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი თანამდებობის პირი გამწვევი კომისიის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს.“;

ბ) მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოქალაქის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;“.

10. დანართი №11 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან. 

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი