⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2024)
გაუქმებულია:

სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №276
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.020591
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,259 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2018 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
01.01.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (შემდგომში
უფლებამოსილი სამსახური) – მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომში – თბილისის რაიონი) შექმნილი შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას
მუხლი 2
სამოქმედო ტერიტორია
ტერიტორია, სადაც  უფლებამოსილი სამსახური  უფლებამოსილია, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები
მუხლი 2
სამხედრო აღრიცხვა
კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოქალაქის აღრიცხვა სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკამდე, რომლის დროსაც მას წარმოეშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 2
რეგისტრაციის ადგილი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განსაზღვრული მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ადგილი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №276 2018 წლის 29 მაისი ქ. თბილისი სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ მუხლი 1🔗 „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი“ . მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს მოქალაქეთა სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვის, სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. ამ წესის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე. 3. წესის მიზანია სამობილიზაციო რეზერვის მართვისა და ორგანიზების სამართლებრივი უზრუნველყოფის გაუმჯობესება, უფლებამოსილი სამსახურების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება. მუხლი 2🔗. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (შემდგომში – უფლებამოსილი სამსახური) – მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომში – თბილისის რაიონი) შექმნილი შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას; ბ) სამოქმედო ტერიტორია – ტერიტორია, სადაც  უფლებამოსილი სამსახური  უფლებამოსილია, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; გ) სამხედრო აღრიცხვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოქალაქის აღრიცხვა სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკამდე, რომლის დროსაც მას წარმოეშობა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები; დ) რეგისტრაციის ადგილი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განსაზღვრული მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ადგილი. მუხლი 3🔗. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა წარმოებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗 1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა საქართველოს მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის სახეა. 2. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას, რომელიც მოიცავს სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მოხსნას, აგრეთვე შესაბამისი სააღრიცხვო ინფორმაციის დაზუსტებას, კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს ახორციელებს უფლებამოსილი სამსახური. 3. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღრიცხული სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია, მოთხოვნის შესაბამისად, მიეწოდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნულ გვარდიას. მუხლი 5🔗. სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლამდე. მუხლი 6🔗 1. სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება: ა) პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დათხოვნილია რეზერვში და არ ირიცხება აქტიურ რეზერვში; ბ) ქალი, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის შეძენის შემდეგ; გ) 60 წელს გადაცილებული პირი, თავისი სურვილის შემთხვევაში; დ) პირი, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლების საფუძველზე სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით და რომელსაც შეუსრულდა 27 წელი ან რომელმაც აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის სურვილი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ე) 27 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია სავალდებულო სამხედრო სამსახური. 2. მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი სამსახური პირს გადასცემს რეზერვისტის დროებით მოწმობას (დანართი №1). 3. საზღვარგარეთ მიღებული სამხედრო განათლების შესაბამისობის დადგენა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოქმედი წესის შესაბამისად. 4. პირი სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული სამხედრო წოდებითა და სპეციალობით (კვალიფიკაციით). 5. პირი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო წოდება, სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 6. პირი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო სპეციალობა (კვალიფიკაცია), სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება „მსროლელის“ სპეციალობით (კვალიფიკაციით). მუხლი  7🔗. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირზე შესაბამის უფლებამოსილ სამსახურში სამხედრო-სააღრიცხვო ბარათთან ერთად (დანართი №2), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, იქმნება პირადი საქმე, რომელიც შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს ელექტრონულ მართვის სისტემაში შეყვანილ პირად მონაცემებს. მუხლი 8🔗 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი აღრიცხვიდან იხსნება იმ შემთხვევაში, თუ: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლდა სამხედრო ვალდებულებისაგან; ბ) მიაღწია სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა; გ) გაწვეულ და ჩარიცხულ იქნა სამხედრო სამსახურში, რაც დასტურდება სამხედრო სამსახურში გაწვევის (ჩარიცხვის) შესახებ შესაბამისი წერილობითი შეტყობინებით (დანართი №3); დ) იმყოფება არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში; ე) იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; ვ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ზ) ცნობილ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; თ) გარდაიცვალა ან გარდაცვლილად გამოცხადდა. 2. სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძვლის გაქარწყლების შემთხვევაში მოქალაქე ექვემდებარება ხელახალ სამხედრო აღრიცხვას. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის ან სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილი მოქალაქის ხელახალი სამხედრო აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი. მუხლი 9🔗 1. თუ სამობილიზაციო რეზერვში მყოფი მოქალაქე შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს უფლებამოსილი სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შესაბამისი მონაცემები აისახება სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში. 2. მოქალაქის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში უფლებამოსილი სამსახური ვალდებულია 3 დღეში გადასცეს ინფორმაცია (მოქალაქის სამხედრო-სააღრიცხვო ბარათი და სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შეტყობინების ასლი პირის რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ) იმ უფლებამოსილ სამსახურს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს დაუყოვნებლივ აჰყავს მოქალაქე სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვაზე. მუხლი 10🔗 1. უფლებამოსილი სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების მიზნით, ამტკიცებს საქმეთა ნომენკლატურას, შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალებს. 2. უფლებამოსილ სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 3. უფლებამოსილი სამსახური, ამ წესით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, აწარმოოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებსა და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედან დოკუმენტებს. სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტების დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში. 5. უფლებამოსილი სამსახურის მიერ გამოცემულ (გაცემულ) დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. 6. უფლებამოსილ სამსახურში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის საქმისწარმოების და მისი დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისას, სტრუქტურული ერთეული მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 11🔗 1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის სამობილიზაციო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის სამობილიზაციო კომისია. 2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი;  გ) კომისიის წევრი – მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი არაუმეტეს 5 მოსამსახურისა; დ) კომისიის მდივანი – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე. 3.  სამობილიზაციო კომისია გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან  გათავისუფლებისა და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ; ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის  გადავადების შესახებ; გ) ამ პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმის შესახებ. 4. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახება ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახების ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული აქტების მოქმედებას. მუხლი 12🔗 1. უფლებამოსილი სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი სამობილიზაციო კომისიის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს. 2. სამობილიზაციო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. სამობილიზაციო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. სამობილიზაციო კომისიის ის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რაც დაერთვება კომისიის სხდომის ოქმს. 5. სამობილიზაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის საფუძველზე. მისი გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სამედიცინო კომისიის დასკვნას, რომელმაც შეამოწმა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის დასადგენად. 6. სამობილიზაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომისიის მდივნის მიერ ფორმდება ოქმის სახით (დანართი №4). ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის გამართვის თარიღი და ადგილი; გ) კომისიის თავმჯდომარისა და დამსწრე წევრთა ვინაობა; დ) განსახილველი საკითხები; ე) მიღებული გადაწყვეტილება. 7. სამობილიზაციო კომისიას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 8. სამობილიზაციო კომისიის შეკრების ყოველ სამუშაო დღეს დგება თითო ოქმი. სხდომის ოქმის ყოველი გვერდი მოწმდება გამწვევი კომისიის ბეჭდით, ხოლო ოქმის ბოლო გვერდზე ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და ყოველი დამსწრე წევრი. 9. ოქმი აღირიცხება სამობილიზაციო კომისიის ოქმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №5) და ინახება გამწვევი კომისიის საქმეთა ნომენკლატურით განსაზღვრულ საქმეში. 10. მოქალაქეს სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილებას უცხადებს თავმჯდომარე. პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შესაბამისი ოქმის ამონაწერი. 11. სამობილიზაციო კომისია უფლებამოსილია, მოქალაქის გამოძახების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი საფუძველი.