საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.06.2018
ძალის დაკარგვა 28.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-417
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016510
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,752 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.06.2018 მიღება
28.09.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-417 2018 წლის 5 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით, ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვისა და მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია; ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; გ) დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა; დ) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა. აგრეთვე, სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია; ე) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ბიომრავალფეროვნებასთან, საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებთან, ტყესა და დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით და რეკომენდაციების მომზადება, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების და ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; თ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ი) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების კოორდინაცია; კ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება; ლ) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება; მ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ო) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; პ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; ჟ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამების შემუშავება; რ) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ს) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა; ტ) ტყისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით საერთაშორისო კონვენციების დანერგვის უზრუნველყოფა; უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სატყეო სფეროში: უ.ა) საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება; უ.ბ) მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; უ.გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაცია; ქ) წინადადებების მომზადება ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების, დაცული ტერიტორიების და ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ყ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების - მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; ბ) დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას; გ) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ბიომრავალფეროვნების მეორადი სტრუქტურული ერთეული; ბ) სატყეო პოლიტიკის მეორადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები 1. ბიომრავალფეროვნების მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვისა და მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია; ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების პოლიტიკის, სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა; გ) ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია; დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ე) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია; ვ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; თ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება; ი) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება; კ) საქართველოს „წითელი ნუსხაში“ ცვლილებების  პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს „წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია; ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და გარემოდან ამოღების წესების დამდგენი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის გაცემის პროცესში მონაწილეობა; ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში მონაწილეობა; პ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; რ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ბიომრავალფეროვნებასა და საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, რეკომენდაციების მომზადება, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირება, კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. სატყეო პოლიტიკის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, აგრეთვე სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია; გ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამების შემუშავება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა; ზ) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) უფლებამოსილი უწყებების სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; კ) სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ლ) სახელმწიფო ტყის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; მ) სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება; ნ) ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ო) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ტყესა და დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით და რეკომენდაციების მომზადება, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს საჯარო მოსამსახურეებს შორის და პასუხისმგებელია მეორადი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე; გ) ახორციელებს ზედამხედველობას მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ანაწილებს მეორადი სტრუქტურული ერთეულში შემოსულ მასალებს საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.