თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2018 წლის 29 მაისი ქ. თელავი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის საჩუქრების შეძენის და ღონისძიებების მოწყობა: მრავალშვილიანი ოჯახები (18 წლამდე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს), უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესალებლობის მქონე პირები, შშ სტატუსის მქონე ბავშვები, ომის მონაწილეები, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები; მარტოხელა მშობლები (ვისაც ყავს 18 წლამდე ასაკის შვილები), მარჩენალდაკარგული ოჯახები (ვისაც ყავს 18 წლამდე ასაკის შვილები), ახალშობილთა ოჯახები.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება განხორციელდება: მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, დევნილების, შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების, 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვების, მარტოხელა მშობლებისა და მარჩენალდაკარგული ოჯახების, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახების, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-6 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საერო და რელიგიურ დღესასწაულებზე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე სასაჩუქრე ამანათების გაცემა (მათ შორის ფულადი) და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა.
პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია:
ა) მრავალშვილიანი ოჯახები (ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს;
ბ) უდედმამო ბავშვები;
გ) 100 წელს გადაცილებული მოხუცები;
დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესალებლობის მქონე პირები;
ე) შშ სტატუსის მქონე ბავშვები;
ვ) ომის მონაწილეები;
ზ) 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები;
თ) მარტოხელა მშობლები (ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები);
ი) იძულებით გადაადგილებული პირები;
კ) სოციალურად დაუცველი ოჯახები;
ლ) მარჩენალდაკარგული ოჯახები (ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები);
მ) ახალშობილთა ოჯახები. “;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა) მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებზე, დევნილებზე, შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვებზე, მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება თითოეულ ოჯახზე 8 ლარის ოდენობით. დახმარების მიმღები აუცილებელია იყოს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე;
ბ) პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
ბ.დ) ელექტროენერგიის ქვითარი;
ბ.ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.“.
|