„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 |
|
2018 წლის 30 მაისი ქ. ტყიბული |
1. ა) დანართის პირველი მუხლის „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამა
ნ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) და 2006 წლიდან „შპს საქნახშირის“ (ჯი-აი-ჯი) ჯგუფის შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე, პირველი-მეოთხე კლასელი მოსწავლეებისათვის საკანცელარიო ნივთების შეძენა.“;
ბ) ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ პუნქტი:
„ი) 2006 წლიდან შპს „საქნახშირის“ (ჯი- აი-ჯი) ჯგუფის შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე კომუნალური გადასახადების გადახდა ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმდინარე წლის სექტემბრიდან).
2. ა) დანართის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ინდივიდუალური დახმარების ქვეპროგრამა
13. იძულებით გადაადგილებულ პირთა (რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) და 2006 წლიდან შპს „საქნახშირის“ (ჯი- აი-ჯი) ჯგუფის შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე, პირველი-მეოთხე კლასელი მოსწავლეებისათვის საკანცელარიო ნივთების შეძენა.“
ბ) ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. 2006 წლიდან შპს „საქნახშირის“ (ჯი-აი-ჯი) ჯგუფის შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახებზე კომუნალური გადასახადების გადახდა ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმდინარე წლის სექტემბრიდან).
ანაზღაურება მოხდება პირად საბანკო ანგარიშზე.“.
3. დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.სოციალური სერვისებ ი– უფასო სასადილო და სოციალური სამრეცხაო
1.ბენეფიციართა რეგისტრაცია
1.1. უფასო სასადილოში ბენეფიციარმა რეგისტრაციის მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
1.2. ბენეფიციართა აღრიცხვიანობა იწარმოებს მერის ბრძანებით დამტკიცებულ ჟურნალში.
2. ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები:
2.1.ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ დახმარებას (0-დან 65001-მდე ქულა).
2.2. მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის 2.1. პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
2.3. ამ მუხლის 2.2. პუნქტით განსაზღვრული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
მერია უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის ბენეფიციარად რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/ და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.
4. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
გ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
დ) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
5. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 100(ასი) ბენეფიციარით.“.
4. დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სოციალური დახმარების დანიშვნა, გაცემა და სამენეჯმენტო კონტროლი
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტს მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევებისა. შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმების შემდეგ სრულყოფილი დოკუმენტაციისას განცხადებას განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია.
5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესწორებები ( დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სარეიტინგო ქულის ცვლილება და ა. შ.“.
5. დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.კომისიის მიერ განცხადების განხილვა
1.კომისია იქმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით, (რომლის გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით), რომელიც შეიმუშავებს შესაბამისი გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტებს. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.“.
6. დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 15. სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემა ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით კომისიის ოქმის საფუძველზე.
2. საოპერაციო-სამკურნალო თანადაფინანსების დროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
3.ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.“.
|