1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) რჩება მის შემვსებ თანამშრომელს, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:
ა) პირველ პუნქტში შეიტანება მისი შედგენის ადგილი;
ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება მისი შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) მე-4 პუნქტში შეიტანება სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი), ხოლო იურდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მე-5 პუნქტში შეიტანება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის;
ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები;
თ) მე-8 პუნქტში შეიტანება სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით. ახსნა-განმარტებისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;
ი) მე-9 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა, სახელი, გვარი და სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი, გვარი;
კ) მე-10 პუნქტში შეიტანება მოწმეების (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი, გვარი და დაზარალებულების (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი, გვარი, ასევე აღნიშვნა სამართალდამრღვევის მიერ ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან დაზარალებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელი უნდა მოაწერონ ამ პირებმაც.
8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში სამართალსუბიექტი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალსუბიექტის მიერ დაუყოვნებლივ იგზავნება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოშ