„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრისა და ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის N1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ –
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
|
|
2018 წლის 30 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომერციული ბანკის მიერ კანონითა და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად დეპოზიტორებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაციის, დეპოზიტების შესახებ მოთხოვნილი ზუსტი ინფორმაციის მიუწოდებლობის, ასევე პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დარღვევა გამოწვეულია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ან დარღვევა არაერთჯერადია, სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (შემდგომში – სამართალდარღვევის ოქმი).".
2. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამართალდარღვევის ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს:
ა) სამართალდარღვევის ოქმის ნომერი;
ბ) სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;
გ) ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის სახელი, მამის სახელი, გვარი და თანამდებობა;
დ) სამართალდამრღვევი პირის (კომერციული ბანკი) სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი;
ე) სამართალდარღვევის არსი;
ვ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ზ) ჯარიმის ოდენობა;
თ) გასაჩივრების წესი.
3. სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, დგება ახალი სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და უფლებამოსილი პირის მიერ მიეთითება გაუქმების მიზეზი.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|