„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№52
2018 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №91 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016438) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,დ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შესაბამისად რესურსების დაგეგმვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.’’.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის კომპეტენციებია:
ა) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა/კოორდინაცია;
ბ) შესაბამის უწყებებთან/სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უსაფრთხოების გარემოს შეფასების საფუძველზე თავდაცვისათვის საჭირო შესაძლებლობების დადგენა/განსაზღვრა, გრძელვადიანი სამხედრო გეგმებისა და სტრატეგიული დირექტივების შემუშავება;
გ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა;
დ) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ინტეგრირებული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
ე) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამების ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება და თავდაცვის პროგრამების აღსრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
ვ) თავდაცვის შესაძლებლობების ნაკლოვანებების ანალიზიდან გამომდინარე, შესყიდვებისა და თავდაცვითი სისტემების განვითარების გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა;
ზ) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნების შესაბამისად შეიარაღებული ძალების რეფორმებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
თ) ძალთა დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით განვითარების გეგმებისა და კონცეფციების შემუშავება;
ი) გენერალურ შტაბს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ძალთა მართვის პროცესის წარმართვა და გვარეობათა კონცეპტუალური განვითარების კოორდინირება;
კ) საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრუქტურული შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული დანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
ლ)სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამებისა და გეგმების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინირება და კონტროლი;
მ) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთად, ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საკითხების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა, ამ ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება და კონტროლი;
ნ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამებისა და გეგმების მომზადება, განხორციელების კოორდინირება და მონიტორინგი;
ო) თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმების, სამოქმედო გეგმების და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
პ) სამინისტროს და გენერალური შტაბის გეგმებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) რესურსების დაგეგმვის განყოფილება.“.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.ზ1’’ - ,,ა.ზ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ა.ზ1) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა;
ა.ზ2) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ინტეგრირებული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
ა.ზ3) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამების ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება და თავდაცვის პროგრამების აღსრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
ა.ზ4) თავდაცვის შესაძლებლობების ნაკლოვანებების ანალიზიდან გამომდინარე, შესყიდვებისა და თავდაცვითი სისტემების განვითარების გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა;“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016599.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №52, 04.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016599 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4209660/