შპს „კავკასია 99“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27110-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №   2/27110-15

 

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის  25 მაისი

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კავკასია 99”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე  შპს „კავკასია 99“-ის მიმართ.

2016 წლის 02 მარტის და 2018 წლის 26 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდა შპს „კავკასია 99“-ის დირექტორი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სამართლოში მოვალის არასაპატიო მიზეზით ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში  კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას შპს „კავკასია 99“-ის კრედიტორთა კრება  კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების  დღის წესრიგით.       

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „კავკასია 99“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.  კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

1.2. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2.   კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2018 წლის 13 ივნისს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს „კავასია 99“-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 .   გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                            ლაშა ქოჩიაშვილი