,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №127
2009 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №32 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №20, მუხლი 250) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2009 წლის 20 მარტამდე, ხოლო შემდგომ 2009 წლის 23 ივლისამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს განახლებული მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და რომლებიც განსახლებულნი იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლადშეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის – ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) ბავშვები, რომელთა ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას.“;
გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიეწოდება:
ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების (ოჯახების) შესახებ. ამასთან, რეინტეგრაციაში ან/და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების შესახებ – 2009 წლის 23 ივლისამდე;
ბ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ – ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების შესახებ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ – ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების შესახებ – 2009 წლის 23 ივლისამდე.“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დამზღვევი – ბენეფიციარი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი, ამასთან, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის – ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ – მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის – შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარისათვის, რეინტეგრაციის შემთხვევაში – მშობელი ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენელი, მინდობით აღზრდის შემთხვევაში – დედობილი/მამობილი;“.
3. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
| № | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, მცირე ტიპის საოჯახო სახლები, სკოლა-პანსიონები | იურიდიული მისამართი |
| 1. | სსიპ – თბილისის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, 31-ე კორპუსი |
| 2. | სსიპ – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი | ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.№3 |
| 3. | სსიპ – წყნეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დაბა წყნეთი, სტალინის ქ.№40 |
| 4. | სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავლის სახლი” | ქ. თბილისი, წურწუმიას ქ.№13 |
| 5. | სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება ,,ლამპიონი” | ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, 3ა მ/რ (№333 კორპუსის წინ) |
| 6. | სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება ,,სათნოება” | ქ. თბილისი, ცისკარიშვილის ქ. №5 (აფრიკა) |
| 7. | სსიპ – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დაბა კოჯორი, რუხაძის ქ.№10 |
| 8. | სსიპ – კოჯრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დაბა კოჯორი, სტალინის ქ.№17 |
| 9. | სსიპ – საგურამოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი საგურამო |
| 10. | სსიპ – რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ.№24ა |
| 11. | სსიპ – სურამის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დაბა სურამი, დიმიტროვის ქ.№15 |
| 12. | სსიპ – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ.№102 |
| 13. | სსიპ – დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირმისაანთკარი |
| 14. | სსიპ – თელავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ქ. თელავი, რუსთაველის ქ.№93 |
| 15. | სსიპ – ასპინძის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დაბა ასპინძა, ვარძიის ქ.№75 |
| 16. | სსიპ – ტაშისკარის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტაშისკარი |
| 17. | სსიპ – მესტიის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | მესტიის მუნიციპალიტეტი, ერეკლე ფარჯიანის ქ.№25 |
| 18. | სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | დაბა ახალგორი, 9 აპრილის ქ.№8 |
| 19. | სსიპ – წალენჯიხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ქ. წალენჯიხა, წმინდა ნინოს ქ.№62 |
| 20. | სსიპ – ზუგდიდის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალ-აბასთუმანი |
| 21. | სსიპ – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალხინო, დადიანის .№18 |
| 22. | სსიპ – ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ქ. ბათუმი, მთისძირის ქ.№74 |
| 23. | სსიპ – სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | ქ. სენაკი, კობახიძის ქ.№9 |
| 24. | სსიპ – ქუთაისის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი | ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ.№9 |
| 25. | სსიპ – ეწერის ბავშვთა დღის ცენტრი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ეწერი |
| 26. | სსიპ – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი | ქ. ახმეტა, ჭავჭავაძის ქ.№15 |
| 27. | სსიპ – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, დაბა მახინჯაური |
| 28. | სსიპ – თბილისის მე-200 სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. თბილისი, ქერჩის ქ.№22 |
| 29. | სსიპ – ქუთაისის სოფ. გუმათის №2 სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. ქუთაისი, გუმათი, მარცხენა სანაპირო |
| 30. | სსიპ – ახალციხის სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. ახალციხე, პეტრე იბერის ქ.№17 |
| 31. | სსიპ – სიღნაღის რაიონი, სოფ. ზემო ბოდბის სკოლა პანსიონური მომსახურებით | სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ბოდბე |
| 32. | სსიპ – ჩოხატაურის რაიონი, სოფელ კოხნარის №2 სკოლა პანსიონური მომსახურებით | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოხნარი |
| 33. | სსიპ – ჭიათურის №12 სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. ჭიათურა, გაგარინის ქ.№10 |
| 34. | სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. თბილისი, გუთნის ქ.№6 |
| 35. | სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.№5 |
| 36. | სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-3 შესახვევი, №4 |
| 37. | სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა პანსიონური მომსახურებით | ქ. გურჯაანი, ფარნავაზის ქ.№14 |
| 38. | სსიპ – სამტრედიის №15 სკოლა | ქ. სამტრედია, გრიბოედოვის ქ.№47 |
| 39. | სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის №2 სკოლა | გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი |
| 40. | სსიპ – ქუთაისის №44 სკოლა | ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ.№58 |
| 41. | ფიზიკური პირი დავით დუჩიძე | მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი საგურამო |
| 42. | ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი | ქ. ოზურგეთი, შევჩენკოს ქ.№5 |
| 43. | საერთაშორისო ორგანიზაცია World vision (5 სახლი) | ქ. თბილისი, იმედაშვილის ქ.№18/17 |
| 44. | ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Every Child | ქ. თბილისი, ირ. აბაშიძის ქ.№37 |
| 45. | არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი ,,პირველი ნაბიჯი” | ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა |
| 46. | ასოციაცია „საქართველოს SOS – ბავშვთა სოფელი“ | ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №11ა.“. |
4. დადგენილების №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №3
|
| ბენეფიციარი | სადაზღვე-ვო ვაუჩერების დარიგება | სადაზღვევო ხელშეკრულე-ბების გაფორმების პერიოდი | სადაზღვევო კომპანიების მიერ სააგენტო-ში ინფორმაციის წარდგენის ვადა | პროპორციული განაწილების ვადა |
| 1. | 2008 წლის ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის” მოსარგებლეებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე, ან რომელთა მზღვეველიც წყვეტს პროგრამაში მონაწილეობას და ამავდროულად 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე | სადაზღვე-ვო ხელ-შეკრულე-ბის ვადის ამოწურ-ვამდე ერთი თვით ადრე | ვაუჩერის მიღებიდან ერთი კვირა | ვაუჩერის გაცემიდან ორი კვირის ვადაში | მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად |
| 2. | ოჯახები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 2008 წლის 31 მარტიდან 2008 წლის 1 დეკემბრამდე და ამავდროულად მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე | 2009 წლის 21 მარტამდე | 2009 წლის 21-28 მარტი | 2009 წლის 4 აპრილამდე | 2009 წლის 11 აპრილამდე |
| 3. | ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები | 2009 წლის 4 აპრილამდე | 2009 წლის 4-11 აპრილი | 2009 წლის 18 აპრილამდე | 2009 წლის 25 აპრილამდე |
|
| ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახლადდარეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები | 2009 წლის 21 აგვისტომდე | 2009 წლის 22-28 აგვისტო | 2009 წლის 31 აგვისტო – 4 სექტემბერი | 2009 წლის 6-11 სექტემბერი |
| 4. | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, მცირე ტიპის საოჯახო სახლებსა და სკოლა-პანსიონებში (დანართი №2) მცხოვრები (მათ შორის, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) ბავშვები | 2009 წლის 21 მარტამდე | 2009 წლის 21-28 მარტი | 2009 წლის 4 აპრილამდე | 2009 წლის 11 აპრილამდე |
|
| 2009 წლის 21 აგვისტომდე | 2009 წლის 22-28 აგვისტო | 2009 წლის 31 აგვისტო – 4 სექტემბერი | 2009 წლის 6-11 სექტემბერი | |
| 5. | რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები | 2009 წლის 21 აგვის-ტომდე | 2009 წლის 22-28 აგვისტო | 2009 წლის 31 აგვისტო – 4 სექტემბერი | 2009 წლის 6-11 სექტემბერი.”. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური