აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

მიღების თარიღი 23.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 30/04/2004
matsne.gov.ge 674 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 42.5pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების გამო. ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არა მხოლოდ უხეშად და პერმანენტულად ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, არამედ აშკარაა შეიარაღებული ამბოხის, ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ფიზიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება, მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევა, ოპოზიციის ოფისების დარბევა და დაწვა, ჟურნალისტების შევიწროება, ფიზიკური შეურაცხყოფა და მუქარა, საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. აჭარის სამართალდამცავ სტრუქტურებს არც ერთ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით არ დაუკავებიათ და არ დაუსჯიათ დამნაშავეები; უფრო მეტიც, დღემდე მიმდინარე მოვლენებში აშკარაა ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების უშუალო მონაწილეობა, რომლებიც, თავის მხრივ, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მითითებებს ასრულებენ. დაუშვებელია სათანადო რეაგირების გარეშე დარჩეს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისადმი პირდაპირი დაუმორჩილებლობის ფაქტები – მოსახლეობისათვის იარაღის მასობრივად უკანონოდ დარიგება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, მძიმე ტექნიკისა და საბრძოლო საფრენი საშუალებების უკონტროლოდ შეძენა, რომელთა ამოღებაზე, ნეიტრალიზაციასა და საქართველოს ხელისუფლებისათვის გადაცემაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა უარი განაცხადა. დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენაერთების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადის, შინაგანი ჯარისა და სასაზღვრო ნაწილების აჭარაში დისლოცირებული ნაწილების ხელმძღვანელთა გამოსვლა ცენტრალური უწყებების დაქვემდებარებიდან; საქართველოს პრეზიდენტისათვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაში ხელის შეშლა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გამოძევება და თავმჯდომარის არშეშვება აჭარის ტერიტორიაზე, რის გამოც ჩაიშალა საპარლამენტო არჩევნები ქობულეთისა და ხულოს საარჩევნო ოლქებში. უაღრესად საგანგაშოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს მოქმედებები; სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, სწორედ იგი უწევს ორგანიზებას დივერსიული და კრიმინალური ჯგუფების მომზადებას. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პოზიციის გამო ვერ ხერხდება ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი საბიუჯეტო და საგადასახადო დისციპლინისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ასეთი ვითარების შენარჩუნება ყოვლად დაუშვებელია. პარლამენტი ადასტურებს, რომ არსებობს სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, ყველა აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაგრძელდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა შეუფერხებელი ფუნქციონირება რეგიონის ავტონომიური სტატუსის, საქართველოს კონსტიტუციისა და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვით. საქართველოს პარლამენტი მიმართავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით – ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების რიგით წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მათთვის ჩვეული პოლიტიკური სიბრძნე, არ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგო ქმედებებში და არ დაემორჩილონ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ბრძანებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ უზრუნველყონ ქვეყნის ერთიანი კონსტიტუციური სივრცის ხელშეუხებლობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობა, ადამიანის უფლებათა დარღვევის აღკვეთა. 2. დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე და განახორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა აღნიშნული სამართალდარღვევების ჩამდენ პირთა მიმართ. 3. საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა შეიმუშაონ და განახორციელონ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ნეიტრალიზაციის და მოსახლეობისათვის უკანონოდ დარიგებული იარაღის ამოღების გეგმა. 4. დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებს, მოახდინონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლისა და სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ბრძანებების შეუსრულებლობის თითოეულ ფაქტზე და განახორციელონ სისხლისსამართლებრივი დევნა აღნიშნული სამართალდარღვევების ჩამდენ პირთა მიმართ. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინფორმირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი რთული პოლიტიკური და კრიმინოგენული ვითარების, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ და მიმართოს მას ამ ქმედებების ადეკვატურად შეფასების თხოვნით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                           ნ. ბურჯანაძე თბილისი, 2004 წლის 23 აპრილი. №22-Iს