⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.08.2018)
გაუქმებულია:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.2018
ძალის დაკარგვა 08.08.2018
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,328 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2018 მიღება
08.08.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ინა ასანიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №42 2018 წლის 1 ივნისი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხდდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №4 დადგენილება (სსმ, 07/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016217). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიინა ასანიძე დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს. 2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში;  გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ; დ) უშუალო ხელმძღვანელი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗. სტაჟიორის სტატუსი 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან დოქტორის საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი  81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა  მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი  81-90%). 2. მერიაში სტაჟირებაზე ასევე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი/ კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი/ კურსდამთავრებული. 3. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული გადაწყვეტილების აღიარების შესახებ მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორწელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა  მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი  81-90%). 4. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სტაჟიორი სწავლობს, თანხვედრაში უნდა იყოს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის პროფილთან. მუხლი 4🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა  რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ მერიის შტატით გათვალისწინებულ  თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10 %-ისა. 2. სტაჟირების ვადა განისაზღვერება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 6 თვეზე ნაკლები ვადით მიღებულ სტაჟიორს, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 3. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება  10 სთ-დან 16 სთ-მდე. 4. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5. ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. მუხლი 5🔗. სტაჟირების უწყვეტობა 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორნაკადად. 2. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება ოქტომბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის –  აპრილში. მუხლი 6🔗. სტაჟირების გავლის წესი 1. მერიაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. სტაჟიორობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ანუ უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების (GPA (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი  81-90%) მიხედვით განაწილება შასაბამის საჯარო დაწესებულებაში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის მეშვეობით, ამასთან სტაჟიორობის კანდიდატებისათვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები. 3. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო ირიცხებიან რეზევრში, სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზევრში ჩარიცხული პირები გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. 4. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სტუდენტების და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. 5. მერია ვალდებულია, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია მერიაში არსებული სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. 6. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია მერიაში. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მერია ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამის სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან რიგითობის პრინციპით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში. მუხლი 7🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისადა მთლიანად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს მერს; ე) განახორციელოს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის დებულებით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. 4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები -  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესიდან. მუხლი 8🔗. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ 1. მერია სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორის სტუდენტების შემთხვევაში მერია და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით. 3. მერია ვალდებულია, წელიწადში ორჯერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე. მუხლი 9🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია,  მერის გადაწყვეტილებით კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა. 5. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს მერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით. მუხლი 10🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შერულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; დ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის შინაგანაწესის ან/და მერიისა და შესაბამისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში აცნობებს საჯარო სამსახურის ბიუროს. მუხლი 11🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მერი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.