სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/1-29/2736
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 31 მაისის სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 %-ის აქციათა მფლობელის – საჯარო სააქციო საზოგადოება  „ბანკ ვეტებეს“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არჩილ რესანის ძე კონცელიძეს, იმავდროულად არჩეულ იქნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები – კაკულია მერაბ რევაზის ძე  და მაცაბერიძე გოჩა ნოდარის ძე.

ამავე გადაწყვეტილებით  შეტანილ იქნა ცვლილება სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ წესდების 5.2 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„5.2 აქციონერთა საერთო კრება შეიძლება იყოს წლიური  ან რიგგარეშე. აქციონერთა წლიური  საერთო კრება ტარდება აუდირებული  კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის შედგენიდან არაუგვიანეს  3 თვისა.  აქციონერთა წლიურ საერთო კრებაზე განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა საკითხები. აქციონერთა წლიური საერთო კრების გარდა ჩატარებული კრებები წარმოადგენენ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებებს“.

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება   „ბანკს ვეტებეს“ 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება  სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე  www.vtb.ge.

 

გენერალური  დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                      მ. მენთეშაშვილი