სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 31 მაისის სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 %-ის აქციათა მფლობელის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არჩილ რესანის ძე კონცელიძეს, იმავდროულად არჩეულ იქნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები – კაკულია მერაბ რევაზის ძე და მაცაბერიძე გოჩა ნოდარის ძე.
ამავე გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ცვლილება სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ წესდების 5.2 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„5.2 აქციონერთა საერთო კრება შეიძლება იყოს წლიური ან რიგგარეშე. აქციონერთა წლიური საერთო კრება ტარდება აუდირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის შედგენიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აქციონერთა წლიურ საერთო კრებაზე განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა საკითხები. აქციონერთა წლიური საერთო კრების გარდა ჩატარებული კრებები წარმოადგენენ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებებს“.
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკს ვეტებეს“ 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე www.vtb.ge.
გენერალური დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი მ. მენთეშაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ“?
- დიახ, განცხადება „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ“?
- „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ“ მიღებულია 01.06.2018. მიმღები ორგანო — ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია". დოკუმენტის ნომერი — №2/1-29/2736.
- სად არის „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ“, №2/1-29/2736, 01.06.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4212347/