სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
(მოსაწვევი)
სს „ტრაქტების“ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2018 წლის 31 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51;
საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62;
სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:
1. საჯარო რეესტრის ხარვეზის განხილვა;
2. რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ;
3. სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.
სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:
აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას.
აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას.
სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი.