სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №89/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017548
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№89/ნ
2018 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ –
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის“ დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
დანართი
სსიპ –
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და ევროპული უნივერსიტეტების საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის – საგრანტო დაფინანსება (შემდგომში – დაფინანსება) განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.
2. ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საგრანტო კონკურსის გამართვის, საკონკურსო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების მონიტორინგის საკითხებს.
მუხლი 2🔗.
საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია:
ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;
ბ) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში (ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის) მოღვაწე მეცნიერთა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, მათი ჩართვა ევროპული უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პროცესებში და შესაბამისი თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;
გ) საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების მეშვეობით ევროპულ აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში კოლაბორაციული კონტაქტებისა, სამეცნიერო-კვლევითი კონსორციუმების, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗.
გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი. შესაძლებელია კონკურსის დაფინანსებისათვის გამოყენებულ იქნეს სხვა წყაროებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს ქვეყნის ისტორიას, კულტურას, სულიერ და მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, დამწერლობას, ენას და ლიტერატურას, არქეოლოგიას და ხელოვნებას, რელიგიას, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ ტრანსფორმაციას.
მუხლი 4🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრაციული ხარჯი – გრანტის ნაწილი, რომელიც ერიცხება მასპინძელ დაწესებულებას მიწვეული მკვლევარის და/ან ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი ვიზიტის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად და რომლის ხარჯვის მონიტორინგსაც ფონდი არ ხორციელებს;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის სტუდენტი, დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა;
გ) გრანტის მიმღები – კომისიის მიერ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული მიწვეული მკვლევარი და/ან ახალგაზრდა მეცნიერი;
დ) მასპინძელი დაწესებულება – ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), იოტოშოვ ლორანდის უნივერსიტეტი (უნგრეთი), იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (გერმანია), ლეიდენის უნივერსიტეტი (ჰოლანდია), ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტი (იტალია), რომელთა ბაზაზეც მიწვეული მკვლევარები და ახალგაზრდა მეცნიერები განახორციელებენ კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;
ე) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც მოხდება სტიპენდიის თანხის ჩარიცხვა;
ვ) მიწვეული მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის სტუდენტი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი;
ზ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გათვალისწინებულ ამოცანებს;
თ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;
ი) საგრანტო კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა;
კ) საგრანტო ხელშეკრულება – მიწვეულ მკვლევარსა და/ან ახალგაზრდა მეცნიერსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ლ) საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია) – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი ფონდისა და მასპინძელი დაწესებულებების ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს პროექტებს და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს;
მ) საკონტაქტო პირი – მასპინძელი დაწესებულების მიერ შერჩეული პირი, რომელიც ხელს უწყობს მიწვეულ მკვლევარს და/ან ახალგაზრდა მეცნიერს მასპინძელ დაწესებულებაში კვლევისა და აკადემიურ საქმიანობის განხორციელებაში;
ნ) სტიპენდია – გრანტის ნაწილი, რომელიც ირიცხება მიწვეული მკვლევარის და/ან ახალგაზრდა მეცნიერის პირად მიზნობრივ ანგარიშზე;
ო) ტრანში – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, რომელსაც ფონდი ავანსის სახით ურიცხავს გრანტის მიმღებს და მასპინძელ დაწესებულებას;
პ) პროექტი − მიწვეული მკვლევარის ან ახალგაზრდა მეცნიერის მიერ საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის, წესებისა და ვადების შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
ჟ) პროექტის მონიტორინგი – ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმების შესაბამისად პროექტის განხორციელების ფინანსური და პროგრამული მონიტორინგი.
მუხლი 5🔗.
კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებასა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენას;
გ) კომისიის შექმნას, რომელიც განიხილავს პროექტებს და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს;
დ) კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დამტკიცებას;
ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და დაფინანსებას;
ვ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 6🔗.
კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები
1. კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მიწვეულმა მკვლევარმა და ახალგაზრდა მეცნიერმა.
2. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 10 თვეს (მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 2 სასწავლო სემესტრი).
3. კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში წარდგენილი პროექტები შემდეგი მიმართულებებიდან: ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია, მედია და კომუნიკაცია, სხვა სოციალური მეცნიერებები, ისტორია და არქეოლოგია, ენები და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია, ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა), სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.
4. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სტიპენდიის თანხა ავანსად ჩაირიცხება გრანტის მიმღების მიზნობრივ ანგარიშზე, ხოლო ადმინისტარციული ხარჯებისათვის საჭირო თანხა – მასპინძელი დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ბიუჯეტი
1. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს:
ა) 15000 ევროს ეკვივალენტს ლარში 6 თვემდე ხანგრძლივობის პროექტებისათვის (ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობის);
ბ) 30000 ევროს ეკვივალენტსს ლარში 10 თვემდე ხანგრძლივობის პროექტებისათვის (ორი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობის);
2. პროექტის ბიუჯეტის დაფინანსება მოიცავს:
ა) მიწვეული მკვლევარის და/ან ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას:
ა.ა) არაუმეტეს 10000 ევროს ეკვივალენტისა ლარში 6-თვემდე ხანგრძლივობის პროექტებისათვის (ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობის);
ა.ბ) არაუმეტეს 20000 ევროს ეკვივალენტისა ლარში 10 თვემდე ხანგრძლივობის პროექტებისათვის (ორი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობის);
ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯს:
ბ.ა) არაუმეტეს 5000 ევროს ეკვივალენტისა ლარში 6 თვემდე ხანგრძლივობის პროექტებისათვის (ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობის);
ბ.ბ) არაუმეტეს 10000 ევროს ეკვივალენტისა ლარში 10 თვემდე ხანგრძლივობის პროექტებისათვის (ორი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობის).
მუხლი 8🔗.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა;
დ) პროექტების შეფასება კომისიის მიერ;
ე) კომისიის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;
ვ) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის წარმდგენ გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 9🔗.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში
1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმების, წესისა და ვადების დაცვით. აღნიშნული ფორმების, წესისა და ვადის დარღვევის შემთხვევაში პროექტები ფონდის მიერ არ განიხილება.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას;
გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება წარდგენილი ფონდში;
დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 10🔗.
პროექტების შეფასება
1. ფონდი უზრუნველყოფს კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომისიის შემადგენელობას და კომისიის მუშაობის წესს.
მუხლი 11🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი:
ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე;
ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია მიწვეულ მკვლევართან, ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;
დ) რომელიც არის მიწვეული მკვლევარის ნათესავი, ნათესავად ჩაითვლება:
დ.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
დ.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
დ.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 12🔗.
პროექტების დამტკიცება
1. კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეულ გამარჯვებულ პროექტებს კომისია წარუდგენს ფონდს დასამტკიცებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 13🔗.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.
მუხლი 14🔗.
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგს.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფორმებს.
3. პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 15🔗.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ითვლება დასრულებულად, თუ შესრულდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები.
2. პროექტის შეწყვეტის და შეჩერების პირობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.