„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016447
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2018 წლის 1 ივნისი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016353) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს  ცვლილება:

ა) 35-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ და თან უნდა დაერთოს ფრაქციის სხდომის ოქმი, პოლიტიკური პლატფორმა და წესდება.“;

ბ) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია

1. ფრაქცია შედგება ფრაქციის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეებისა და წევრებისგან.

2. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

3. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია