საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი

მიღების თარიღი 05.09.2013
ძალაში შესვლა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №2/5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016533
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2018
matsne.gov.ge 1,621 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2013 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 04.04.2016 ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის სახელით 94% 27.03.2014 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით                               (ხელმოწერილია) 94% 06.10.2014 „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 16.02.2023 ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 16.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო) შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი საქართველო და ბენილუქსის სახელმწიფოები (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, ნიდერლანდების სამეფო), შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, 2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების მე-19 მუხლის თანახმად, შემდგომში წოდებული, როგორც „შეთანხმება“, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე ოქმის განხორციელებისთვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: - მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური ან საკონსულო მისია: მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოში აკრედიტებული მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება; - ესკორტ(ებ)ი: მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ დანიშნული პირი (ან პირები), რომელიც თან ახლავს პირს დაბრუნების ან ტრანზიტის დროს. მუხლი 2🔗 კომპეტენტური ორგანოების განსაზღვრა (შეთანხმების მე-19 მუხლი, პუნქტი 1a)  1. შეთანხმების განხორციელების მიზნით მხარეები გაცვლიან კომპეტენტური ორგანოების და მეორე მხარის სახელმწიფოებში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო მისიების ნუსხას ამ ოქმის დადებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს პირველ პუნქტში მოცემულ ნუსხაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 3🔗 სასაზღვრო გამტარი პუნქტების განსაზღვრა (შეთანხმების მე-19 მუხლი, პუნქტი 1a) 1. შეთანხმების განხორციელების მიზნით გამოსაყენებელი სასაზღვრო გამტარი პუნქტები მოცემულია ამ ოქმის პირველ დანართში. 2. მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს პირველ პუნქტში მოცემულ ნუსხაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 3. კომპეტენტური ორგანოები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შეთანხმდნენ იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების გამოყენებაზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ოქმის პირველი დანართით. მუხლი 4🔗 რეადმისიის განაცხადების წარდგენა (შეთანხმების მე-6 და მე-7 მუხლები)  1. რეადმისიის განაცხადი წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით. 2. რეადმისიის განაცხადის წარსადგენად გამოყენებული უნდა იქნეს შეთანხმების მე-5 დანართში მოცემული ფორმა. 3. წარდგენილ რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოთხოვნის წარმდგენი მხარე მიმართავს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 5🔗 რეადმისიის განაცხადებზე პასუხი (შეთანხმების მე-10 მუხლი, მე-2 და მე-3 პუნქტები) 1. რეადმისიის განაცხადზე პასუხი წარედგინება მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პასუხის ასლი ამავდროულად გადაეგზავნება მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიურ ან საკონსულო მისიას.  2. რეადმისიის განაცხადზე პასუხისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ ოქმის მე-2 დანართში მოცემული ფორმა.  3. შეთანხმების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეადმისიის განაცხადზე უარყოფითი პასუხი უნდა იქნეს დასაბუთებული. 4. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მტკიცებულების საფუძველზე პირის ფაქტობრივ გადაცემამდე დადგინდა, რომ რეადმისიის პირობები არ იქნა დაკმაყოფილებული, რეადმისიის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის გაცემის მიუხედავად მოთხოვნის მიმღები მხარე ინარჩუნებს უფლებას, მიმართოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს რეადმისიის განაცხადზე თანხმობის გასაუქმებლად. მუხლი 6🔗 სამგზავრო დოკუმენტები (შეთანხმების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები) 1. რეადმისიის განაცხადზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ, მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური ან საკონსულო მისია მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის გასცემს რეადმისიის განხორციელებისთვის საჭირო სამგზავრო დოკუმენტს დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში შეთანხმების მე-2 (მე-4 პუნქტი), მე-3 (მე-3 პუნქტი), მე-4 (მე-4 პუნქტი) ან მე-5 (მე-4 პუნქტი) მუხლების შესაბამისად.  2. თუ მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური ან საკონსულო მისია დადებითი პასუხის მიღების თარიღიდან სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გასცემს მოთხოვნილ სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ მოთხოვნის მიმღები მხარე ეთანხმება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას. 3. დოკუმენტი, რომელიც ბენილუქსის სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული მიზნით, მოცემულია ამ ოქმის მე-3 დანართში. აღნიშნული მიზნით გამოსაყენებელი დოკუმენტის შესახებ საქართველო შეატყობინებს სხვა მხარეებს დიპლომატიური არხების მეშვეობით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. 4. თუ სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური ან საკონსულო მისია შეთანხმების მე-2 (მე-4 პუნქტი) ან მე-4 (მე-5 პუნქტი) მუხლების შესაბამისად სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს იმავე მოქმედების ვადით ან გააგრძელებს თავდაპირველი დოკუმენტის მოქმედების ვადას. 5. თუ მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური ან საკონსულო მისია ვერ გასცემს მე-3 პუნქტში მითითებულ სამგზავრო დოკუმენტს სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში, ჩაითვლება, რომ მოთხოვნის მიმღები მხარე ეთანხმება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას. მუხლი 7🔗 გასაუბრებები (შეთანხმების მე-19 მუხლის პირველი პუნქტი)  1. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე ვერ წარმოადგენს შეთანხმების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს და მოთხოვნის მიმღებ მხარეს არ შეუძლია პირის მოქალაქეობის დადგენა სხვა გზით, მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური ან საკონსულო მისია, მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ჩაუტარებს გასაუბრებას რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს რეადმისიის განაცხადის მიღებიდან ოთხი დღის განმავლობაში. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში. 2. მოთხოვნის წარმდგენი მხარე უზრუნველყოფს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირის ტრანსპორტირებას მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიურ ან საკონსულო მისიაში. მხარეთა შეთანხმებით, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიური ან საკონსულო მისიის შენობის გარეთ. სატრანსპორტო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს მოთხოვნის წარმდგენი მხარე. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკული გარემოებების გამო ვერ მოხერხდა რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზება პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, მოთხოვნის მიმღები მხარე, მოთხოვნის წარმდგენი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რეადმისიის განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებს გასაუბრების ჩატარების შემდეგ. მუხლი 8🔗 გადაცემა (შეთანხმების მე-11 მუხლი) 1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანო ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით შეატყობინებს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს მისი განზრახვის შესახებ, გადასცეს მოცემული პირი, გადაცემის თარიღამდე სულ მცირე სამი (3) სამუშაო დღით ადრე. წინამდებარე ოქმის მე-4 დანართში მოცემული ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული ამ მიზნისთვის. ამ ფორმის ასლი გაიცემა მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიურ ან საკონსულო მისიაზე. 2. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე შეთანხმების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სამი (3) თვის ან პირველი პუნქტის თანახმად მოთხოვნის მიმღები მხარისთვის შეტყობინებულ ვადაში ვერ განახორციელებს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემას, იგი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს.  3. როგორც კი შესაძლებელი გახდება პირის ფაქტობრივი გადაცემა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანო აღნიშნულის შესახებ შეატყობინებს მოთხოვნის მიმღებ მხარეს ამ მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად. 4. თუ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს მიაჩნია, რომ ტრანსპორტირების განხორციელება აუცილებელია სახმელეთო ან საზღვაო გზით, მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოები აღნიშნულის შესახებ გააკეთებენ ცალკე მითითებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმაში. მუხლი 9🔗 ტრანზიტის პროცედურა (შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლები)  1. ტრანზიტის განაცხადი წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით, ტრანზიტის განხორციელებამდე არანაკლებ რვა (8) სამუშაო დღით ადრე, რისთვისაც გამოიყენება შეთანხმების მე-6 დანართში მოცემული ფორმა. 2. მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით, დაყოვნების გარეშე, მაგრამ ტრანზიტის განაცხადის მიღებიდან ხუთი სამუშაო (5) დღის განმავლობაში, გასცემს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თანახმაა თუ არა ტრანზიტის განხორციელებაზე, გადაცემის დროზე, შესვლის განსაზღვრულ პუნქტზე, ტრანზიტის ტიპსა და ესკორტის შესაძლო თანხლებაზე. ამ მიზნისთვის გამოსაყენებელი ფორმა წარმოდგენილია წინამდებარე ოქმის მე-5 დანართად. 3. როგორც წესი, ტრანზიტი ხორციელდება საჰაერო გზით. მუხლი 10🔗 დახმარება ტრანზიტის განხორციელებისას (შეთანხმების მე-14 მუხლი, მე-4 პუნქტი)  1. თუ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს მიაჩნია, რომ კონკრეტული ტრანზიტის განხორციელებისას მისთვის აუცილებელია მოთხოვნის მიმღები მხარის ორგანოთა მხრიდან დახმარება, იგი მიუთითებს საჭირო დახმარების ხასიათსა და არსს ტრანზიტის განაცხადში, რომლის წარდგენა ხდება შეთანხმების მე-6 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით. 2. ტრანზიტის განაცხადზე პასუხში მოთხოვნის მიმღები მხარე მიუთითებს, შეუძლია თუ არა მას მოთხოვნილი დახმარების უზრუნველყოფა. 3. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული პირის თანხლება ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, იგი უნდა იყოს დაცული და შეძლებისდაგვარად მისი თანხლება უნდა განხორციელდეს ჩასხდომამდე ამ მხარის უფლებამოსილების ქვეშ და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მისი დახმარებით. მუხლი 11🔗 ესკორტის ვალდებულებები (შეთანხმების მე-19 მუხლი, პირველი პუნქტი)  1. ესკორტი უნდა დაექვემდებაროს მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობას ყველა შემთხვევაში მანამ, სანამ იგი იმყოფება მის ტერიტორიაზე.  2. რეადმისიისა და ტრანზიტის ოპერაციების განხორციელებისას, თუ მათ ადგილი აქვთ მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, ესკორტის უფლებამოსილება შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. გარდა ამისა, მოთხოვნის მიმღები მხარის უფლებამოსილი ოფიცრების არყოფნის შემთხვევაში ან ამ ოფიცრებისთვის დახმარების გაწევის მიზნით, ესკორტს უფლება აქვს მოახდინოს გონივრული და პროპორციული რეაგირება იმწუთიერ და სერიოზულ საფრთხეზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოცემული პირის გაქცევა, თვითდაზიანება ან სხვებისთვის ზიანის მიყენება ან საკუთრების დაზიანება. 3. ესკორტი თავის მოვალეობებს ახორციელებს შეუიარაღებლად და სამოქალაქო ტანსაცმელში. ის უნდა ფლობდეს ესკორტის განხორციელებაზე უფლებამოსილებას, რეადმისიაზე ან ტრანზიტზე თანხმობას და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. მოთხოვნის მიმღები მხარის ორგანოები უზრუნველყოფენ ესკორტის დაცვასა და მისთვის დახმარების აღმოჩენას ისეთივე სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია თავიანთი უფლებამოსილი ოფიცრებისთვის, როდესაც ესკორტი ახორციელებს თავის მოვალეობებს შეთანხმების ფარგლებში. მუხლი 12🔗 ხარჯები (შეთანხმების მე-15 მუხლი) 1. მოთხოვნის წარმდგენი მხარე აანაზღაურებს რეადმისიისა და ტრანზიტის ოპერაციების განხორციელებისას მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ გაღებულ ხარჯებს ინვოისის საფუძველზე, როგორც ამას აწესებს შეთანხმების მე-15 მუხლი, რომ ეს უნდა იქნეს ანაზღაურებული მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ.  2. მოთხოვნის წარმდგენი მხარე მოთხოვნის მიმღებ მხარეს აუნაზღაურებს ყველა ხარჯს ინვოისის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. მუხლი 13🔗 ექსპერტთა შეხვედრა 1. მხარეები ითანამშრომლებენ შეთანხმების განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით.  2. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა დაინიშნოს ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისგან. მუხლი 14🔗 ენა მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდება ინგლისურ ენაზე.  მუხლი 15🔗 დანართები და ცვლილებები 1. დანართები 1-5 წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს. 2. წინამდებარე ოქმსა და მის დანართებში მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ამ ოქმში შესატანი ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე ოქმის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 3. წინამდებარე ოქმის დანართებში შესატანი ნებისმიერი ცვლილება წერილობით შეთანხმდება მხარეებს შორის და ძალაში შევა მხარეთა მიერ განსაზღვრულ დღეს. მუხლი 16🔗 ტერიტორიული გამოყენება (შეთანხმების 21-ე მუხლი) წინამდებარე ოქმი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ბელგიის სამეფოს ტერიტორიაზე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე და ნიდერლანდების სამეფოს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება. მუხლი 17🔗 ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა (შეთანხმების 23-ე მუხლი, მე-2 პუნქტი) 1. მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. 2. შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ოქმი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ რეადმისიის ერთობლივი კომიტეტისთვის მხარეთა მიერ ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღიდან მეორე თვის პირველ დღეს. შეტყობინების ასლი დეპოზიტარის მიერ გაეგზავნება ყველა მხარეს. 3. წინამდებარე ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით და მოქმედებას წყვეტს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის პარალელურად. მუხლი 18🔗 დეპოზიტარი წინამდებარე ოქმის დეპოზიტარია ბენილუქსის გენერალური სამდივნო. დეპოზიტარი თითოეულ მხარეს გაუგზავნის დედნის ნამდვილ ასლს. შესრულებულია ქ. თბილისში, 2013 წლის 5 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ინგლისურ, ჰოლანდიურ და ფრანგულ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) ბელგიის სამეფოს სახელით (ხელმოწერილია) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს სახელით (ხელმოწერილია) ნიდერლანდების სამეფოს სახელით (ხელმოწერილია) დანართი 1 სასაზღვრო გამტარი პუნქტები საქართველოს მხრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი ბელგიის სამეფოს მხრიდან ბრიუსელის ეროვნული აეროპორტი, ბრიუსელი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მხრიდან ლუქსემბურგის აეროპორტი, ლუქსემბურგი ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან ამსტერდამის სხიფჰოლის აეროპორტი, ამსტერდამი.