შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2017
ძალაში შესვლა 01.06.2018
გამომცემი ორგანო _____________________________ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
ნომერი №35/88
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016534
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2018
matsne.gov.ge 1,920 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2017 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
_____________________________ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) _____________________________ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 25.09.2017 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 25.08.2016 შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 18.11.2013 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 13.11.2015 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 25.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ პრეამბულა საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას (შემდგომში – ინდივიდუალურად წოდებული, როგორც „მხარე“ და ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“), განსაზღვრული აქვთ რა, ხელი შეუწყონ ტერორიზმის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოხდენის მიზნით ერთობლივ ძალისხმევას, იმ ფიზიკურ პირთა იდენტიფიკაციაში თანამშრომლობით, რომლებიც დადგენილნი არიან, ან რომელთა მიმართ არსებობს ეჭვი, რომ ისინი ჩართულნი არიან ან ჩართულნი იყვნენ ქმედებებში, რომლებიც წარმოადგენს ტერორიზმს და ტერორისტულ საქმიანობას, მათ მომზადებაში, დახმარებაში, ან რომლებიც დაკავშირებულია ტერორიზმთან და ტერორისტულ საქმიანობასთან, მათ შორის, დადგენილი ან სავარაუდო ტერორისტების შესახებ შემოწმების ინფორმაციის გაზიარებით, და სურთ რა, შეიმუშაონ „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციაზე“ წვდომისა და მისი გაცვლის სათანადო პროცედურები, რათა გააძლიერონ მხარეთა შესაძლებლობა, ტერორისტული აქტების წინააღმდეგ დაცვის განსახორციელებლად, მიაღწიეს რა წინამდებარე შეთანხმებას, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ გაზიარებასა და გამოყენებაში თანამშრომლობისას: მუხლი 1🔗 ტერმინთა განმარტება წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინთა შემდეგი განმარტებები: 1. „დამხმარე ინფორმაცია“ ნიშნავს, „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ მიღმა არსებულ, დამატებით ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს „გამოვლენის“ ადგილმდებარეობას, დაკვირვების სიაში ყოფნის სტატუსს, ან ფიზიკური პირი მიიჩნევა თუ არა შეიარაღებულად ან სახიფათოდ. 2. „მამხილებელი ინფორმაცია“ ნიშნავს სადაზვერვო ინფორმაციას ან ინფორმაციას, რომელიც წარმოაჩენს ფიზიკური პირის ტერორიზმთან ან ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის სახეს. 3. „გამოვლენა“ ნიშნავს ნებისმიერ შემთხვევას, რომლის დროსაც ფიზიკური პირი იდენტიფიცირებულია, როგორც, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიწოდებულ, „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციასთან“ სრული კავშირის მქონე, სავარაუდო კავშირის მქონე, ან არასრული კავშირის მქონე. 4. „მიმწოდებელი მხარე“ ნიშნავს, კონტექსტის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების მთავრობას ან საქართველოს მთავრობას, იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც გადაიცემა ან შეიძლება გადაცემულ იქნეს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. 5. „მიმღები მხარე“ ნიშნავს, კონტექსტის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების მთავრობას ან საქართველოს მთავრობას, იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც მიღებული იქნა ან შეიძლება მიღებულ იქნეს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. 6. „სათანადო უწყება“ ნიშნავს ორი შესაბამისი მთავრობის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ უფლებამოსილ სამთავრობო უწყებას, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე მოსამსახურეები, ან რომელსაც, მე-5 მუხლით გათვალისწინებული „გამოვლენის“ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების შესრულებაში ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება ეთხოვოს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ან სხვა მოქმედებების განხორციელება. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, საქართველოს მთავრობასთან მიმართებით „სამთავრობო უწყება“, ასევე, მოიცავს სახელმწიფო უწყებებს. 7. „ტერორისტების შემოწმების ინფორმაცია“ ნიშნავს დადგენილი ან სავარაუდო ტერორისტების შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას/პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი(ნომრები), ან მოქალაქეობა/ეროვნება. საიდენტიფიკაციო ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები შეიძლება, ასევე, მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მუხლი 2🔗 ინფორმაციის გაცვლის მიზანი და ფარგლები 1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ გაცვლის ხელშეწყობა, მხოლოდ და მხოლოდ ეფექტური კონტრტერორისტული ძალისხმევის გაძლიერების მიზნით. 2. მხარეები თანხმდებიან, ერთმანეთი უზრუნველყონ „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციაზე“ წვდომით, წინამდებარე შეთანხმების მიზნისა და დებულებების შესაბამისად და თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით. 3. შეერთებული შტატების მთავრობა თანახმაა, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოს „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციაზე“ წვდომით, ინგლისურ ენაზე, იმ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას და სხვა ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერორიზმის ძალადობრივ აქტში ან სხვა სერიოზულ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობით. 4. საქართველოს მთავრობა თანახმაა, შეერთებული შტატების მთავრობა უზრუნველყოს „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციაზე“ წვდომით იმ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სხვა ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერორიზმის ძალადობრივ აქტში ან სხვა სერიოზულ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობით. 5. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული „ტერორისტების შემოწმების ინფორმაცია“, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ფიზიკური პირის სრულ სახელს და დაბადების თარიღს. თუ ცნობილია, არსებობს მოლოდინი, რომ მიწოდებული იქნება პასპორტის ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი (ნომრები), პასპორტში მითითებული წარმოშობის ქვეყანა, და ამჟამინდელი და ყოფილი მოქალაქეობა/ეროვნება. ნებისმიერი სხვა ხელმისაწვდომი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მათ შორის, მაიდენტიფიცირებელი ბიომეტრიული ინფორმაცია, მაგალითად, თითის ანაბეჭდები/ფოტოსურათები) შეიძლება მიწოდებულ იქნეს, რამდენადაც ეს ნებადართულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და მიმწოდებელი მხარის დისკრეციით. 6. მხარეებს, საკუთარი სათანადო უწყებების მეშვეობით შეუძლიათ, რომ გაცვალონ „მამხილებელი ინფორმაცია“, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არსებული უფლებამოსილების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმებით არაფერი შეზღუდავს ან შეცვლის აღნიშნულ ინსტრუმენტებს, ან აღნიშნული გაცვლის განხორციელებას. 7. „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ მუდმივ რეჟიმში გაცვლაზე დამატებით, საქართველოს მთავრობას შეუძლია, რომ შეერთებული შტატების მთავრობას შესამოწმებლად მიაწოდოს სახელები ან/და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მასშტაბურ, მნიშვნელოვან ღონისძიებასთან (მაგალითად, მასშტაბური პოლიტიკური ან ეკონომიკური სამიტები, მასშტაბური სპორტული შეჯიბრებები და სხვ.) დაკავშირებით, რომელიც ტარდება საქართველოში, რათა მასშტაბურ, მნიშვნელოვან ღონისძიებასთან მიმართებაში განხორციელდეს ტერორისტული თავდასხმების ან ტერორიზმთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის პრევენცია. შეერთებული შტატების მთავრობისათვის აღნიშნული საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მიწოდება მოხდება იმგვარად, როგორც ამას მხარეები განსაზღვრავენ. 8. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაუშვებელია მოთხოვნილ იქნეს საიდუმლო ინფორმაციის, როგორც ეს განმარტებულია თითოეული მხარის მიერ საკუთარ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში გაცვლა. მხარეებს შეუძლიათ „მამხილებელი ინფორმაციის“ გაცვლა, როგორც ეს დადგენილია მე-2(6) მუხლით. მუხლი 3🔗 ინფორმაციის გაცვლის პროცედურები 1. წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით, თითოეული მხარე დანიშნავს ერთ ან მეტ საკონტაქტო პუნქტს. საკონტაქტო პუნქტები კონსულტაციას გამართავენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ასეთი დანიშვნის და მისი ნებისმიერი ცვლილების შესახებ თითოეული მხარე მეორეს შეატყობინებს ცალკე წერილობითი კომუნიკაციის გზით. 2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, საკონტაქტო პუნქტები კონსულტაციას გამართავენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მონაცემების გაცვლა და შეუძლიათ, გადაწყვიტონ ამ პროცედურების წერილობით შემუშავება. მუხლი 4🔗 ინფორმაციის გამოყენება და დაცვა 1. თითოეული მხარე დროულად განაახლებს და გაასწორებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილ ინფორმაციას. თუ დადგინდება, რომ მიმწოდებელი მხარის მიერ გაცვლილი ინფორმაცია არ არის ზუსტი, მიმწოდებელი მხარე, მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში, შეატყობინებს მიმღებ მხარეს უზუსტობის შესახებ. თითოეული მხარე, მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში, გამოიყენებს ყველაზე ახალ ინფორმაციას, რომელსაც ის, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მიიღებს მეორე მხარისაგან. 2. მიმღები მხარე მიმწოდებელი მხარისაგან წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას განუსაზღვრავს მხოლოდ სათანადო უწყებების პერსონალს, რომელიც, ინფორმაციის უფლებამოსილი მფლობელის გადაწყვეტილებით, საჭიროებს კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომას, რათა ამ პერსონალმა შეასრულოს, ან ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების მიზნებთან დაკავშირებული კანონიერი და ნებადართული სამთავრობო ფუნქციის შესრულებას. ინფორმაციის მიწოდება სხვა უწყებების პერსონალისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ სათანადო უწყებებს, ნებადართულია მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 3. თუ მიმწოდებელი მხარე არ წარადგენს წერილობით თანხმობას, დაუშვებელია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ნებისმიერი სხვა გამჟღავნება, მათ შორის: a) გამოყენება ნებისმიერ სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პროცედურაში ან პროცესში, ან ნებისმიერ სასამართლო პროცესში, ან ნებისმიერ პროცესში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჯაროდ გამჟღავნება; b) გამჟღავნება უცხო ქვეყნის მთავრობისთვის, რომელიც მესამე მხარეს წარმოადგენს; c) გამჟღავნება საერთაშორისო ორგანიზაციისთვის; d) გამჟღავნება კერძო მხარისთვის, მათ შორის „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ სუბიექტისთვის (მიუხედავად იმისა, გამოავლენს თუ არა მხარე სუბიექტს); და e) ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ფიზიკური პირი წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ სუბიექტს. 4. მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ეროვნული პოლიტიკის დაცვით, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხარეების მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის – სახელის, დაბადების თარიღის, პასპორტის ნომრის, ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომრის (ნომრების), პასპორტში მითითებული წარმოშობის ქვეყნის, ან ამჟამინდელი და ყოფილი მოქალაქეობის/ეროვნების გარდა – ნებისმიერ რეპროდუქციას, რომელიც მოიცავს თარგმანს ან ასლების გადაღებას, გავრცელებას ან გადაცემას თან უნდა ახლდეს განცხადება, რომელიც აღწერს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გამოყენებისა და გამჟღავნების შესახებ შეზღუდვებს. 5. მიმღები მხარის ნებისმიერი მოთხოვნა ისეთ გამჟღავნებაზე თანხმობის მოსაპოვებლად, რომელიც სხვაგვარად აკრძალულია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, კოორდინირებული უნდა იქნეს მიმწოდებელი მხარის საკონტაქტო პუნქტის მეშვეობით. 6. მხარეები კონსულტაციას გამართავენ ნებისმიერი გაურკვევლობის ან შეკითხვის არსებობისას, თუ რამდენად ნებადართულია გამჟღავნება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, და მხარეების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი საკითხს გადაწყვეტენ ინფორმაციის დაცვის სასარგებლოდ. 7. თითოეული მხარე ინფორმაციას შეინახავს საკუთარი სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ეროვნული პოლიტიკის თანახმად, რომელიც ეხება საკუთარი ჩანაწერების შენახვის შესაბამის მოთხოვნებს. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, თითოეული მხარე გაანადგურებს, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებულ ყველა ინფორმაციას, თუ მხარეები წერილობით სხვაგვარად არ გადაწყვეტენ; თუ ეს დადგენილი არ არის ქვემოთ მოცემული მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით; ან, თუ ასეთი განადგურება წინააღმდეგობაში არ მოდის მხარის ჩანაწერების შენახვის მოთხოვნებთან. თითოეული მხარე გამოიყენებს საკუთარ, ყველაზე მკაცრ პროცედურებს, რომლებიც, მისი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის განადგურებისათვის. 8. მხარეების მიერ „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ გამოყენება და დამუშავება მოხდება წინამდებარე შეთანხმების მიზნისათვის, რომელიც განსაზღვრულია მე-2 მუხლით. მუხლი 5🔗 „გამოვლენის“ პროცედურები 1. მხარე, რომელიც გამოავლენს მეორე მხარის მიერ მოწოდებულ „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციასთან“ სავარაუდო კავშირის მქონე ფიზიკურ პირს, მეორე მხარეს შეატყობინებს იმ საკონტაქტო პუნქტების მეშვეობით, რომლებიც დანიშნულნი არიან „გამოვლენის“ შესახებ ინფორმაციის მისაღებად. „გამოვლენისთვის“ დანიშნული საკონტაქტო პუნქტები ხელმისაწვდომები იქნებიან 24 საათი დღეში, კვირაში 7 დღე. ასეთი დანიშვნის და მისი ნებისმიერი ცვლილების შესახებ თითოეული მხარე მეორეს შეატყობინებს ცალკე წერილობითი კომუნიკაციის გზით. 2. სავარაუდო კავშირის შესახებ შეტყობინების შემთხვევაში მიმწოდებელი მხარე განახორციელებს დახმარების აღმოჩენას იმის დადასტურებაში, რომ ფიზიკური პირი არის კავშირის მქონე. 3. სრული კავშირის დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელი მხარის მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ: a. დაუყოვნებლივ გადასცემს მიწოდებას დაქვემდებარებულ „დამხმარე ინფორმაციას“; b. მოითხოვს, რომ მისი მთავრობის სათანადო უწყებებმა მიმღებ მხარეს მიაწოდონ „მამხილებელი ინფორმაცია“, რამდენადაც ეს ნებადართულია არსებული უფლებამოსილებით, ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით; c. მოითხოვს, რომ გამოვლენილ ფიზიკურ პირთან მიმართებაში მიმღებმა მხარემ ან/და მისმა სათანადო უწყებებმა განახორციელონ, ან თავი შეიკავონ მოქმედებებისაგან; ან/და d. კოორდინაციას გაუწევს ორი მთავრობის სათანადო უწყებებს შორის რეაგირებას. 4. მიმღები მხარე და მისი სათანადო უწყებები ფიზიკურ პირს, ან ნებისმიერ სხვა პირს ან ერთეულს არ გაუმჟღავნებენ, არის თუ არა ფიზიკური პირი წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის“ სუბიექტი, გარდა იმ სათანადო უწყებებისა, რომლებსაც ესაჭიროებათ კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომა წინამდებარე შეთანხმების მიზანთან დაკავშირებული კანონიერი და ნებადართული სამთავრობო ფუნქციის შესრულების, ან ამ შესრულების ხელშეწყობის მიზნით. 5. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის მიუხედავად, მიმღებ მხარეს ან მის სათანადო უწყებებს შეუძლიათ გააგრძელონ, მიმწოდებელი მხარისაგან მიღებულ „ტერორისტების შემოწმების ინფორმაციაში“ იდენტიფიცირებული, ფიზიკური პირების ნებისმიერი „გამოვლენის“ შესახებ ჩანაწერების შენახვა. 6. როდესაც მიმღები მხარე ან მისი სათანადო უწყება გამოავლენს ფიზიკურ პირს, რომელიც დადებითად იქნა იდენტიფიცირებული, როგორც სრული კავშირის მქონე, მიმღებ მხარეს ან მის სათანადო უწყებას, არსებული უფლებამოსილების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების მეშვეობით, შეუძლია მიმწოდებელ მხარეს გადასცეს „გამოვლენის“ დროს შეგროვებული „დამხმარე ინფორმაცია“. მუხლი 6🔗 ინფორმაციის უსაფრთხოება 1. თითოეული მხარე გამოიყენებს ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების სათანადო დაცვის საშუალებებს, რათა გააკონტროლოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე წვდომა და ამგვარი ინფორმაცია შეინახოს მუდმივად უსაფრთხო ელექტრონული შენახვის სისტემაში, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. თითოეული მხარე მონიტორინგს გაუწევს მის მიერ ინფორმაციის დაცვის შესახებ წინამდებარე შეთანხმების დებულებების სათანადო შესრულებას და, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, კონსულტაციას გამართავს მეორე მხარესთან ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე. 3. თითოეული მხარე სრულად გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე მთლიანი პერსონალი მომზადებულია მეორე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სათანადო დაცვისათვის. თითოეული მხარე შეატყობინებს მეორე მხარეს ამ მხარისაგან მოწოდებულ ინფორმაციაზე არასათანადო წვდომის მოპოვების, ან მისი არასათანადოდ გამოყენების ან გამჟღავნების ნებისმიერი მცდელობის შესახებ. მუხლი 7🔗 რეაგირების მოხდენა 1. თითოეულ მხარეს აქვს, ან შეიმუშავებს ფიზიკური პირების მხრიდან, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საჩივრების დარეგისტრირების პროცედურებს, რათა ხელი შეუწყოს შესაძლო არასწორი იდენტიფიკაციის შემთხვევების გამოსწორებას. 2. თუ მხარე აღნიშნული პროცედურების შესაბამისად მიიღებს საჩივარს, ეს მხარე ასლს გადასცემს მეორე მხარის საკონტაქტო პუნქტს და, საჭიროების შესაბამისად, კონსულტაციას გამართავს ნებისმიერ განსახორციელებელ მოქმედებასთან დაკავშირებით. 3. ასეთ საჩივარს თან დაერთვება საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, როგორიცაა – პასპორტის ან მთავრობის მიერ გაცემული სხვა ფოტო იდენტიფიკაციის – ასლი, რომელიც შეიცავს ფიზიკური პირის სრულ სახელს, დაბადების თარიღს და მოქალაქეობის ქვეყანას, თუ ეს ხელმისაწვდომია და რამდენადაც ეს ნებადართულია თითოეული მხარის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ეროვნული პოლიტიკით. შეერთებული შტატების მთავრობისათვის გაგზავნილი საჩივრები გადაცემამდე ითარგმნება ინგლისურად; საქართველოს მთავრობისათვის გაგზავნილი საჩივრები გადაცემამდე ითარგმნება ქართულად. 4. საჭიროებიდან გამომდინარე, მიმწოდებელი მხარე განახორციელებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ნებისმიერ აუცილებელ შესწორებას. 5. თითოეული მხარე არავის (მათ შორის, საჩივრის წარმდგენ პირს) არ გაუმჟღავნებს იმ ფაქტს, რომ საჩივრის ასლი გადაეგზავნა მეორე მხარეს, ან რომ საჩივარი დაკავშირებულია მეორე მხარისაგან წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან. მუხლი 8🔗 კონსულტაცია და დავის გადაწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით, მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციას, თავიანთი საკონტაქტო პუნქტის(პუნქტების) მეშვეობით. 2. მხარეები შეეცდებიან, წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ ორმხრივი კონსულტაციის, ან/და მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9🔗 შეთანხმების ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში. მუხლი 10🔗 დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება და წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მხარეებს შორის დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით, უკანასკნელი ნოტის მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე იტყობინება, რომ დაასრულა წინამდებარე შეთანხმების ან წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი ცვლილების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის 6 (ექვსი) თვით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. აღნიშნულის მიუხედავად, ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების (მე-4 მუხლი) შესახებ და „გამოვლენასთან“ დაკავშირებული ინფორმაციის (მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი) შესახებ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პასუხისმგებლობა და ვალდებულება განაგრძობს მოქმედებას, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. შესრულებულია ქ. თბილისში, საქართველოში, 2017 წლის 27 ივნისს,   ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. _____________________________ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) _____________________________ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)