,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 16/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №165, მუხლი 1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დამზღვევთა მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციისათვის გადასახდელი ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი (პრემია) 2009 და 2010 წლებისათვის განისაზღვროს 15 ლარით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „2008-2013 წლებისთვის დამზღვევთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადაზღვევო ვაუჩერი ფარავს ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის (პრემიის):

ა) 100%-ს – 2008-2010 წლებში;

ბ) 66,6%-ს – 2011 წელს;

გ) 33,3%-ს – 2012-2013 წლებში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2011-2013 წლებში დამზღვევს უფლება აქვს ისარგებლოს ამ დოკუმენტით განსაზღვრული სადაზღვევო პირობებით, თუ შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში გადაიხდის ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის (პრემიის):

ა) 33,3%-ს – 2011 წელს;

ბ) 66,6%-ს – 2012-2013 წლებში.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 2011-2013 წლებში დამზღვევთა მიერ ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის შესაბამისი ნაწილის გადახდის პირობები განისაზღვრება მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. 2011-2013 წლებში სამინისტრო გაანაღდებს მხოლოდ იმ დამზღვევთა ვაუჩერებს, რომლებიც გადაიხდიან ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის შესაბამის დარჩენილ ნაწილს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური