„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.140.016348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2018 წლის 6 ივნისი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2015; ს/კოდი: 210070000.35.140.016156) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;

გ)  თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 270 000 ლარის ოდენობით;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“.

2. მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის:

მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – მოსაკრებლის ოდენობა დადგინდეს ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 15 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა  და იურიდიული  პირებისათვის  – დაგროვებული  ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2018.
როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.06.2018. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.140.016348.
რამდენი მუხლისგან შედგება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №42, 06.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016348 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4216388/