შპს „სანზონა ჰაუსის“ კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/7623-18
(330210318002347658)განჩინება
საქართველოს სახელით
2018 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ზაალ მარუაშვილი
წარმომადგენლები: ბადრი ლომთათიძე, ნათია ბაღბაია, ანდრო კიკნაველიძე
მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საკითხები, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კრედიტორთა პირველი კრების მომდევნო დღის თარიღის განსაზღვრა
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
სასამართლომ გამოარკვია:
მოვალე, შპს „სანზონა ჰაუსის“ განცხადებისა გამო, გადახდისუუნარობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში კრედიტორთა პირველი კრება ჩატარდა 2018 წლის 11 მაისს და და ამავე კრებაზე კრების მომდევნო დღის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 01 ივნისი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორთა კრების მომდევნო დღის თარიღად, ნაცვლად 2018 წლის 01 ივნისისა, უნდა განისაზღვროს 2018 წლის 29 ივნისი, 10:00 საათი; კრება უნდა ჩატარდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი N20.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და დაადგინა:
1. შპს „სანზონა ჰაუსის“ გადახდისუუნარობის საქმეზე კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 29 ივნისს 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №20 (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
2. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge და სასამართლო დაფაზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი .