ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2018
ძალაში შესვლა 10.09.2018
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,303 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2018 მიღება
10.09.2018 ძალაში შესვლა
04.04.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ
სამსახური) წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, სივრცითი მოწყობის, რეაბილიტაციის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობას.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 2018 წლის 6 ივნისი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნება 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, სივრცითი მოწყობის, რეაბილიტაციის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობას. 2. დასახული ამოცანების განხორცილებისას სამსახური საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და ტიტულიანი ფურცელი. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ასპინძა, მეფე თამარის ქუჩა №3. მუხლი 2🔗. ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები. მერიის დებულება და ზედამხედველობის სამსახურის დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II. სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობისა და რეაბილიტაცის მიმდინარეობისას დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, სათანადო ნებართვის გარეშე ან/და დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება და დადგენილი წესით ღონისძიებების განხორციელება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება მის საზედამხედველო ობიექტზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე. ობიექტის შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის, იერსახის, გარერეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარევაჭრობის, დასუფთავების ღონისძიებათა შესრულების, შენობების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო, უსახური და ამორტიზებული ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთა, დემონტაჟი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრება; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვა, ასევე მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესასრულებელ სამუშაოებზე ზედამხედველობა და კონტროლი სამუშაოების მიმდინარეობის მთელ პერიოდში; ვ) ახორციელებს კონტროლს ქუჩებზე, საავტომობილო გზებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე; ასევე მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან/და ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების მშენებლობაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანასა და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა და რეაგირება; თ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა; ი) ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებაზე მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; 2. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება; 3. კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; 4. ზედამხედველობის სამსახური თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის თანამშრომლობს მერიის სხვა სამსახურებთან, მერის წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან.  თავი III. სამსახურის სტრუქტურა  მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. ზედამხედველობის სამსახური შედგება სამსახურის უფროსი, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების და საჯარო მოხელეებისგან. კერძოდ:  ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია – სამსახურის უფროსი, რომელიც წარმართავს სამსახურის საქმიანობას. მისი უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობით; ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილება, რომლის საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. მისი უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებულ სამუშაოთა აღწერილობებით; გ) განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებულ სამუშაოთა აღწერილობებით.  თავი IV. სამსახურის მართვა  მუხლი 5🔗. ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ორგანიზებას უწევს სამსახურის საქმიანობას, ფორმებსა და მეთოდებს; გ) უნაწილებს დავალებებს სამსახურის მოხელეებს, უზრუნველყოფს მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;  ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – წარმომადგენლობით ორგანოს. კ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ა) ქვეპუნქტის საფუძველზე – წარმომადგენლობით ორგანოს. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს მერის ბრძანებით ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ამ დაწესებულების საჯარო მსამსახურე. მუხლი 6🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და საჯარო მოსამსახურეებს (სპეციალისტებს), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე. 3.განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილება სამსახურის უფროსთან შეთანხმებით უზრუნველყობს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილი ფუნქციების შესრულებას. 5. საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.  6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვთ: ა) მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე. ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) შეასრულოს დადგენილი შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.  თავი V. დასკვნითი დებულებანი მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, შერწყმა და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.