📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2018
ძალის დაკარგვა 05.05.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 763 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2018 მიღება
05.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №40 2018 წლის 6 ივნისი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახმეტის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/08/2014, 010250020.35.162.016239) მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის  დებულება საქართველოს ორგანული   კანონის „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“ და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  შესაბამისად,  განსაზღვრავს  საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, ფუნქციებს და საქმიანობის  წესს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საკრებულოს  სოციალური,  კულტურის,  განათლების  და ახალგაზრდულ  საკითხთა კომისია (შემდგომში  – ,,კომისია“)  წარმოადგენს  საკრებულოს  მუდმივმოქმედ  ორგანოს,  რომელიც  უზრუნველყოფს  საქართველოს ორგანული   კანონით   ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“,    მუნიციპალიტეტის   საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილების განხორციელებას. 2. კომისია  იქმნება  საქართველოს  ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. კომისიის  შექმნის მიზანია ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილების  შესრულებისათვის   ხელის  შეწყობა,  მერიის  და  მისი  სტრუქტურული   ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლი. 4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) სოციალური,  განათლების,  კულტურის,  სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების  ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; გ)   ადგილობრივი   მნიშვნელობის   ბიბლიოთეკების,   მუზეუმების,   სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ; დ) ჯანმრთელობის  დაცვისა და სანიტარiულ-ეპიდემiოლოგიური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ; ე)  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარების, საზოგადოებრივი და სამართლებრივი განათლების,  მასობრივი სპორტის ხელშეწყობა; ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური   მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; ზ)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების  პირობების დადგენის შესახებ; თ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვის და დამტკიცების შესახებ. 2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მერიის თანამდებობის პირები და პროფესიული საჯარო მოხელეები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებული არიან კომისიის  მიერ  დადგენილ  ვადაში  წარმოადგინონ  შესაბამისი  დოკუმენტები,  დასკვნები  და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომის დღის წესრიგს, განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად შეიმუშავებს წინადადებებს კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში, კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით, ახდენს  კომისიის  თავმჯდომარე.  კომისიის წევრი  შეიძლება  იყოს  კომისიის  რამდენიმე  სამუშაო  ჯგუფის წევრი. 2. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა  თავისი უფლებამოსილების  ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. 3. კომისია უფლებამოსილია  ფუნქციური  დაჯგუფების  მიხედვით  კომისიის  წევრთაგან  შექმნას  კომისიის სამუშაო ჯგუფები. მუხლი 5🔗. კომისიის წევრების უფლება-მოვალეობები 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ)  განსახილველ  საკითხზე  გამოთქვას  შენიშვნები,  წინადადებები,  მოსაზრებები,  ჰქონდეს  განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ)  განახორციელოს საკრებულოს  რეგლამენტით  და კომისიის  თავჯდომარის  მიერ მისთვის  დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. 3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკრებულოს რეგლამეტით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის და კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმისწარმოებას  და ორგანიზაციულ-ტექნიკურ  მომსახურებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების მოსამზადებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს. მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს  მიერ  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.