შპს „პროგრესის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/24776-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს ,,პროგრესი“
წარმომადგენლები – გიორგი გვენეტაძე, გიორგი შონია, ნონა წიკლაური
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გიორგი თედორაძის განცხადება შპს „პროგრესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.
კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ მალხაზ ალბორაშვილი, ედუარდ ოგანესიანი და ბესიკ სისვაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 30 მარტს, მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ.
მომრიგებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების განხილვის და შემდგომი დამტკიცების მიზნით, კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 7 მაისს, 16:00 სთ-ზე.
2018 წლის 07 მაისს, მეურვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნა ფინანსური ანგარიში შპს ,,პროგრესის“ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე. აღნიშნული ანგარიშის გაცნობის მიზნით, კრედიტორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, კრების სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
2018 წლის 21 მაისს, 17:00 საათზე, გამართულ კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოხსენება გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით.
2018 წლის 30 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე მოვალემ წარმოადგინა რეაბილიტაციის გეგმა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება შეწყდეს და გაკოტრება/რეაბილიტაციის თაობაზე მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდოს 2018 წლის 14 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №19.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში“.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე