⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.06.2018
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-130
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,534 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2018 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-130 2018 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის №242 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც წარმართავს მუშაობას ევროკავშირთან საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ევროკავშირში მიმდინარე პროცესების, ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ინფორმაციას,  წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოს  ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პრიორიტეტების თაობაზე,  სათანადო გადაწყვეტილებათა მისაღებად. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოებთან, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობასთან მუშაობა, მათ შორის,  საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიების მიზნით; ბ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს საელჩოების, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ოპერატიული ინფორმირება მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის სიტყვიერი ან წერილობითი სახის გადაწყვეტილებათა თაობაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკავშირის წევრი  სახელმწიფოების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა; დ) ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან (საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური, ევროკომისია, ევროპარლამენტი  და სხვა) პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა და თანამშრომლობა; ე) ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა (ანალიტიკური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები); ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიული დოკუმენტების და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა/კოორდინაცია; ზ) ევროკავშირთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესახებ წინადადებების მომზადება; თ) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება; ი) ევროკავშირში საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს  შორის ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; ლ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტის სხდომების, ასევე ადამიანის უფლებათა დიალოგის შეხვედრების მომზადება და წარმართვა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა; მ) საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლეს დონეზე დიალოგის ახალი ფორმატის შეხვედრების მომზადებაში მონაწილეობა ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტთან ერთად; ნ) ევროკავშირთან/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად ფუნქციონირების ხელშეწყობა; შეჩერების მექანიზმით გათვალისწინებული კრიტერიუმების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების დაგეგმვა;   ო) ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP), ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის წინადადებების მომზადება; პ)  უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის სხდომების მომზადება/წარმართვა; ჟ) ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა ევროკავშირში მათი ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა-გაზიარების მიზნით; რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის სააგენტოებთან თანამშრომლობის  ხელშეწყობა; ს) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ზოგადად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა;   ტ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის თემატურ პლატფორმებში, პანელებსა და სხვა შეხვედრებსა თუ ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობის ხელშეწყობა და კოორდინაცია. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) უფროსის   წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების (სამმართველოების) მუშაობის კოორდინაციას; ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობასა და დირექტორატის უფროსს   წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობასა და დირექტორატის უფროსს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს; ო) დირექტორატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას, დირექტორატის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში მიმდინარე საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) კურატორი მინისტრის მოადგილის, დირექტორატის უფროსის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, დირექტორატის  უფროსთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ევროკავშირთან ასოცირების სამმართველო; ბ) აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. ევროკავშირთან ასოცირების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში  ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის  განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ასოცირების საბჭოს სხდომების მომზადება და სამდივნოს მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელება; გ) ასოცირების კომიტეტის სხდომების მომზადება და სამდივნოს მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელება; სამინისტროს მიერ ასოცირების კომიტეტის სხდომების მონაცვლეობითი თავმჯდომარეობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლეს დონეზე დიალოგის ახალი ფორმატის შეხვედრების მომზადებაში მონაწილეობა ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტთან ერთად; ე) ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის სხვა ფორმატების შეხვედრების მომზადება/ინიცირება; ვ) ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების ხელშეწყობა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის  საკითხების ლობირების მიზნით; ზ) ევროკავშირის სააგენტოების და მათთან საქართველოს თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის, ასევე სამომავლო პერსპექტივების ანალიზი და ამ კუთხით კონკრეტული წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება შესაბამის დარგობრივ უწყებებთან კოორდინაციით;   თ) ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP), ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ახალი ინიციატივების შესწავლა/ანალიზი და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, კონკრეტული წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება; ი) უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის სხდომების მომზადება და წარმართვა, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, დიალოგის შედეგების განხორციელების კოორდინაცია; კ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ხელშეკრულებების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისა და წარმართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ლ) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემებზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების, ასევე ევროკავშირის მხრიდან საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტის მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, პრესის, ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდების, განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ო) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში პრესრელიზებისთვის ინფორმაციის მომზადება. 2. აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ზოგადად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა; ბ)„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის თემატურ პლატფორმებში, პანელებსა და სხვა შეხვედრებსა თუ ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ; გ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტების, მინისტერიალების, არაფორმალური დიალოგის შეხვედრების, მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრების მომზადებაში მონაწილეობა; დ) ევროკავშირთან/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად ფუნქციონირების ხელშეწყობა; შეჩერების მექანიზმით გათვალისწინებული კრიტერიუმების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება; ე) მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების (JLS) საკითხებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ვ) საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგის სხდომების მომზადება და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე საქართველოს პოზიციის კოორდინაცია/შეჯერება; ზ) ევროკავშირში მიმდინარე პროცესების და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური მიმართულებების ანალიზი. თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლო ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; თ) სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობების არსებული ფორმების კვლევისა და შედარებითი ანალიზის განხორციელება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაგეგმილ პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილეობა და მათი შედეგების ანალიზი; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული ანგარიშების ანალიზი დაინტერესებულ საქართველოს საელჩოებსა და მისიებს შორის ევროკავშირის თემებზე ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის ხელშეწყობის მიზნით; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის შემდგომი მონიტორინგისა და კოორდინაციის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის  სხდომებზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტის მომზადება;  მ) კომპეტენციის ფარგლებში, პრესის, ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდების, განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება; ო) კომპეტენციის ფარგლებში პრესრელიზებისთვის ინფორმაციის მომზადება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და დირექტორატის უფროსთან შეთანხმებით),  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის უფროსის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დირექტორატის უფროსის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.